ჩელსი კოშტაში 60 მილიონის გადახდას აპირებს (fair price

) კიარადა რას აპირებს, შეთანხმდნენ უკვეო
ეტყობა მონაკოს 40-მა ლიმონმაც დააშინა

მარა იყოს ამათი 30, თუნდაც 20, თუ სანაცვლოდ ტორესი+კურტუას გამოიმეტებენ

ბაიერნი და რომა კოკეს მშიერი თვალებით უმზერენო, ცალკე ბრიტანეთიდან მანჩესტერი და ალბათ დაემატება კიდევ 1-2 კლუბი :|
მოვიდა ხეტაფესთან მატჩიც, კიდევ ერთი მადრიდული დერბი, თამაში, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ
მდევართან (აწი რეალთან) სხვაობა სამი ქულა უნდა გახდეს და მერე ერთი ფრის უფლებაც გვექნება დარჩენილ 5 თამაშში, რაც ჰაერივით დაგვჭირდება, ვგონებ
ტიაგომ განაცხადა, არ გვინდა, ჰაერში ატყორცნილები უეცრად მიწაზე დავეშვათ და მითუმეტეს არ გვინდა, ჩვენი მიწაზე ჩამომგდები ხეტაფე აღმოჩნდესო, სიმეონემ კი კონფერენციაზე ხაზი გაუსვა, ლა ლიგა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტიაო
არადა ხეტაფე არაა კარგ მდგომარეობაში, გასავარდნ ზონაშია, ბოლოდან მესამე ადგილზე 31 ქულით. ვალიადოლიდი უსწრებს ერთი ქულით. 2014-ში 17-დან სულ ერთი თამაში აქვთ მოგებული (სამაგიეროდ რა თამაში - ვალენსიასთან გასვლა ორი კვირის წინ 3:1). კალდერონზე 7-0 კი ემახსოვრებათ და რევანშიც განსაკუთრებულად უნდათ ალბათ.თან უკვე 5 (!) თამაშია, კოლიზეუმზე არ მოგვიგია
არდას და დიეგოს რაც შეეხება, ჯერ ისევ არ არის გადაწყვეტილი, იქნება თუ არა რომელიმე ძირითადში ან საერთოდ გამოვლენ თუ არა სათამაშოდ. იმედია არ დაგვჭირდება რომელიმეს გამოყენება და უმაგათოდაც ჩავიწერთ ზედიზედ მეშვიდე გამარჯვებას აქტივში

დაისვენონ, გამოკეთდნენ, იქითა კვირას ელჩესთან გაისეირნონ და მერე დიდი ამბები იწყება უკვე - ჯერ ვალენსიასთან გასვლა და მერე ჩელსისთან მატჩები.
ისე, ჩელსიზე რომ ვთქვათ, მაგათ საკმაოდ ადვილი მეტოქეები ყავთ დარჩენილი. ერთი ლივერპულია გამოჩხერილი, რომელთანაც იმედია საბრძოლველად გავლენ და მეორე თამაშზე სრულად ვერ კონცენტრირდებიან

რისიც მეთვითონაც არ მჯერა

ამიტომ კალენდრის მხრივ ჩელსის დიდი უპირატესობა აქვს სამწუხაროდ
ხეტაფეს დააკლდება სამირი, ესკუდერო და გავილანი, ვინც ვინ ჩემი ფეხები არიან, წარმოდგენა არ მაქვს

მაგათმა რუმინელმა მწვრთნელმა ქება-დიდებები არ დაიშურა, ესპანეთის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, თან ეიფორიაში არიან და თავდაჯერება აქვთ ლვლ:999-ო
მიმაგრებული სურათი