უეჭველი ტიაგო
აშკარად ჯობია მარიოს და მნიშვნელოვან თამაშებში ტიაგოს ენდობა ხოლმე

ატლეტიკოს ფანები ტორესის თბილად დახვედრას აპირებენ
ასევე თბილად გაიხსენეს ტიაგო ლონდონელებმა და თავიანთ საიტზე სტატიაც მიუძღვნეს
(http://www.chelseafc.com/news-article/article/3779581?WT.mc_id=social_20140422_22408024)
ჩეხმა ტიაგოს 30 მეტრიდან გატანილი გოლი გაიხსენა ოლდ ტრაფორდზე
კაი ტიპი იყო, კლუბში ყველას ევასებოდაო

გაბიმ რით ვჯობივართ სხვა გუნდებს და მონდომებით - არავის 'უნდა' ჩვენზე მეტად მოგებაო
ფინანსური ექსპერტები თავს დაგვჩხავიან, ახლა არის ატლეტიკოს მომენტი, ან ახლა და ან აღარასოდეს, ხილ მარინი და სერესო სასწაულმოქმედები უნდა იყვნენ, რომ კლუბის competitive დონე შეინარჩუნონ ფინანსური დავალიანებიდან გამომდინარეო
ჩელსის კი ურჩევენ (უფროსწორად, მოუს) ასპილიკუეტა იქ დატოვონ, სადაც არის - მარჯვენა ფლანგზე, რადგან სწორედ აქედან მოდის ატლეტიკოს მთავარი ძალა
და არ გადაიყვანოს ივანოვიჩის პოზიციაზე (და მერე მარჯვნივ კოულით)
მარცხნივ კი დავიდ ლუიზი გადაწიოს, ცენტრში რამირესი-ლამპარდით
* * *
850-ზე მეტი ჟურნალისტი იქნება დღეს თამაშზე აკრედიტებული
ჰომართლა, ჩელსის ლაინაფიდან ის გამომრჩა, რომ ლამპარდი და ობი-მიკელი დისკვალიფიკაციის ზღვარზე არიან, ერთი ყვითელიც და გამოტოვებენ განმეორებითს
იმედია ლამპარდს დააყენებს და აირტყამს კიდეც <3
სქაი სპორტსის გრემ სუნესმა, წააგებს ჩელსი მადრიდშიო
სიმეონემ, ჩვენ და ჩელსი ერთმანეთს ვგავართ, მაგრამ ერთნაირი გუნდები მაინც არ ვართო