მიყვარს ეს კაცი
(ერთ დროს ტორესსაც როგორ ყვარებია
)
* * *
ჩეხს ოთხთვიანი ტრავმა აქვს, ოპერაცია დაჭირდება და სეზონის დასაწყისს გამოტოვებს სავარაუდოდ
შესაბამისად აგორდა ჭორები, რომ კურტუას სეზონის ბოლოსვე წაიყვანენ და ლოანს აღარ გააგრძელებენ
სავარაუდოდ ნახევარფინალის მერე გახდება ცნობილი, რას აპირებს ტიბო და როგორ იქნება
აბრამოვიჩს კოშტა არ ევასება და კავანი უნდაო, ნპ, მონაკოს მივცემთ ერთი 50 ლიმონად
ვალენსიას რომ უკეთესად წაეგო გუშინ, კარგი იქნებოდა, იმედია რევანშზე ფიქრობენ და ჩვენთან შეხვედრა პრიორიტეტული არ იქნება
თან ერთი დღით მეტი გვაქვს დასასვენებლად
უეჭველი უნდა დაიდონ ზეგ ღამურები
ჩვენი ფინანსური მდგომარეობა ვისაც აინტერესებს:
სატელევიზიო შემოსავლები რეალს და ბარსას 140 მილიონი აქვთ, ჩვენ - 40
2016-დან კი შედარებით გათანაბრდება და 60-ს მიიღებს კლუბი, მარა რა ხეირი
მაჩდეიდან შემოსავალი თავის რეკლამებით და ყველაფრით: დიდ ორეულს 518 (რეალი), 482 (ბარსა) და ჩვენ - 120 ლიმონი
სასაცილოა
2011-2012 წლამდე 500 მილიონზე მეტი ვალი ჰქონდა კლუბს და + მოთამაშეთა ხელფასები და ხარჯები შემოსავლის 90%-ს უდრიდა
ვალებს კლუბი უმკლავდება აზერბაიჯანთან და ნაიკთან დადებული სპონსორობის, სახელმწიფოსთან დადებული შეთანხმების (100 მილიონი გადაავადეს), მოთამაშეების გაყიდვითა და რა თქმა უნდა, მოულოდნელი მოგებების წყალობით
სპორტული ეკონომიკის ყველა ექსპერტი ატლეტიკოს ერთსეზონობას აწვება - ორივე ტიტულისთვის რეგულარულად ბრძოლა გამორიცხულია, რადგან ტოპ ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევთ და მინიმუმ შემდეგი 4-5 წლის განმავლობაში არ შეეძლებათ არც მაღალი ხელფასების და არც ძვირადღირებული ტრანსფერების განხორციელებაო
სიტუაციიდან გამოსავალია ტიტულების დადება, რომელიც საერთაშორისო დონეზეც გაზრდის კლუბის ცნობადობას და ლა პეინეტას (აწი უკვე არაგონესის) 70000-იან სტადიონს გაავსებს
ასევე უმნიშვნელოვანესი იქნება სწორი სატრანსფერო პოლიტიკის გატარება და ისეთივე ტრანსფერების დადება, როგორიც აქამდე ხდებოდა - 5 მილიონზე ნაკლებად მოყვანილი ფეხბურთელები, რომლებიც მერე 25+ად იყიდებიან (ადრიანი, ტიაგო, მირანდა უფასოდ არიან მოსულები, დიეგო, დავიდ ვილია, ხუანფრანი და გაბი - 5 ლიმონზე ნაკლებად)
ყველაფერი თუ ატლეტიკოსთვის კარგად წავიდა, სეზონში 1 ტიტულისთვის იბრძოლებენ და 2016-ის მერე გაცილებით გაუმჯობესებულ ფინანსურ სიტუაციას მივიღებთ
მაგრამ ლა ლიგაში ხანგრძლივი კონკურენცია და პირველი ადგილისთვის ბრძოლა ალბათ შეუძლებელი იქნება, არც ყველა ტრანსფერი გაამართლებს და ა.შ., სტაბილური მესამე ადგილია ატლეტიკოს მომავალიო
ვნახოთ