გადიან კაკრას :დ
რაულ გარსია <3
მთავარია ფილიპე ლუისს არ ჭირდეს რამე სერიოზული.
* * *
მოკლედ ფილიპეზე ახალი ჯერ არაფერია, დღეს გაივლისო სამედიცინო შემოწმებას. საზარდულის ტრავმა აქვს და იმედია მალე გამოკეთდება
დღეს არდას დაბადების დღეა, 27 წლის გახდა. არდააააა <3
სიმეონემ, მაგარ მოწინააღმდეგეს ვეთამაშეთ, კარგი გუნდია და პირველი 30 წუთი მოედანს ვერ ვაკონტროლებდით (მაგრამ თამაშს კიო). პირველი შანსებიც ჩვენ გვქონდა, მაგრამ ბოლო 15 წუთი (პირველი ტაიმის) ბილბაომ უფრო კარგად ჩაატარაო. მეორე ტაიმში უფრო ძლიერები გამოვედით და გოლმაც თავდაჯერებულობა სიძლიერე და ინტენსივობა შეგვმატა, რაც ასეთი რთული თამაშის მოგებაში დაგვეხმარაო. ბილბაოს, მის ფანებს და ზოგადად გუნდს პატივს ვცემო, სტადიონიც შეაქო, შურით შეიძლება აღივსოს კაცი, რა კარგად არის ყველაფერი გაკეთებული და როგორ გულშემატკივრობენ ფანები მაშინაც კი, როცა გუნდი აგებსო.
საბოლოო ჯამში გუნდმა დიდი ნაბიჯი გადადგა და ამისთვის მადლობა ფეხბურთელებს. ტრავმებზე თქვა, ნორმალური მოვლენაა და ხდება ხოლმე როცა ამდენ შეჯიბრში მონაწილებ და მალ-მალე გიწევს თამაშებიო. კვირისთვის ოლივერისა და ფილიპე ლუისის გარდა ყველა მზად იქნება სავარაუდოდ.
ბოლოს რეალზე სთხოვეს კომენტარის გაკეთება და ჯერ სოსიედადთან კვირის მატჩისთვის ვემზადებიო. წელს ბარსა-რეალთან 4-4ჯერ გვიწევს შეხვედრა და გუნდისთვის კარგია, რადგან მათთან თამაშით ბევრს ვსწავლობთ და ვითვისებთო. ასევე გვიქრება წაგების შიში და თამაშს ვაუმჯობესებთო. ჯერ სოსიედადი და მერე რეალისთVისაც მზად ვიქნებითო