მილანის სამი საკვანძო ფიგურა დაპირისპირებაში:
1. მარიო ბალოტელი
სუპერმარიოს ცოტა უცნაური და არასტაბილური სეზონი აქვს, ის მატჩების გმირიც გამხდარა და ტრავმების თუ დისკვალიფიკაციის გამოც ბევრი შეხვედრა გამოუტოვებია
თუმცა, იგი უფრო და უფრო სერიოზულ მიდგომას ამჟღავნებს საქმის მიმართ და მილანელებს მისი ფორმის გაუმჯობესების იმედი აქვთ
ბალოტელია ის ერთადერთი ფეხბურთელი მილანში, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლია, რაც მან უკანასკნელ მატჩშიც დაადასტურა.
შაარავის არყოფნის გათვალისწინებითაც, ბალოტელი უდავო ლიდერი და მილანის შეტევების მთავარი მისამართია.
მილანის წინა მწვრთნელს, ალეგრის, ხშირად ვარსკვლავებზე ზედმეტ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდნენ, ამიტომ ზეედორფს მხოლოდ ბალოტელის გაბრწყინების იმედი არ უნდა ჰქოდნეს, თუმცა მისი ტაქტიკა აუცილებლად ბალოზე აეწყობა. მისი თამაშის ხარისხი ოთხშაბათს ბევრ რამეს გადაწყვეტს მილანის საჩემპიონთალიგო ამბიციებთან დაკავშირებით.
2. ადილ რამი
რამი მილანისთვის სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა, მას შემდეგ რაც იანვარში ვალენსიიდან გადმოსვლის შემდეგ დაცვის ბურჯად იქცა.
რამის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ფასდაუდებელი გამოცდილებაც გააჩნია, ვალენსიასთან ერთად იგი რამდენჯერმე ყოფილა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში.
ესპანეთში გატარებული დროის გამო იგი ატლეტიკოსაც უკეთესად იცნობს, ვიდრე მილანის ფეხბურთელთა უმრავლესობა, მისი პოზიციური და ერთი-ერთზე თამაშის უნარი მილანს ნამდვილად გამოადგება დიეგო კოშტას და შესაძლოა, დავიდ ვილას წინააღმდეგაც.
რამი ალბათ აუცილებლად კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს მატჩის განმავლობაში, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი შეკითხვა ისაა, გამოასწორებს თუ არა იგი საკუთარი დაცვის პარტნიორის შეცდომებს. მისი პარტნიორი სავარაუდოდ ფილიპ მექსე იქნება, რომელთან ერთადაც ადილს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია.
მილანის ფანები იმედოვნებენ, რომ არც დანიელე ბონერა და არც კრისტიან ძაკარდო არ დაიკავებენ რამის მეწყვილის ადგილს, რადგან მათ ხშირ ინდივიდუალურ შეცდომებს ატლეტიკოსნაირ გუნდთან დიდი ფასი ექნება. საბოლოო ჯამში, მხოლოდ რამი ვერაფერს გახდება, თუმცა მილანის დაცვის ხაზი მასთან ერთად ბევრად უფრო საიმედო სახეს მიიღებს.
3. კრისტიან აბიატი
მადრიდის ატლეტიკოს ყოფილი მეკარე ძველ გუნდს დაუპირისპირდება და მილანისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ფიგურა იქნება.
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ატლეტიკო, რომელიც განსხვავებული სტილის იმდევარია, ბარსელონას მსგავსად მიუდგება მილანთან თამაშს. ისინი ხშირად შეაწუხებენ მილანის დაცვის ხაზს და მილანელთა სავალალო შუახაზიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ბურთის ფლობაც მათი იქნება.
ბარსელონასთან მილანელთა თამაშის საფირმო ნიშნად ამ უკანასკნელთა კარში განხორციელებული უამრავი დარტყმა იქცა. ის კი არა, აიაქსის წინააღმდეგაც მილანის კიპერს უამრავჯერ მოუწია თამაშში ჩართვა. ამიტომ მილანელთა წარმატებისთვის აუცილებელია, რომ აბიატიმ საუკეთესო თამაში ჩაატაროს და არ დაუშვას შეცდომა, რადგან ატლეტიკოს ფინიშერებს მისი გამოყენება არ გაუჭირდებათ. შეიძლება აბიატი არ არის მსოფლიო დონის მეკარე, მაგრამ მას ნამდვილად ჰქონია გასულ წლებში ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბრწყინვალე მატჩები. მისი ბრწყინვალე თამაშის გარეშე მილანს წარმატების შანსი არ გააჩნია.
qordaმადრიდელინუ პროვოკატორობთ. მილანის თემაში აგინეთ ატლეტიკოს რამდენიც გინდათ. აქ არა.
JubaGrvoila This post has been edited by Darker Side on 19 Feb 2014, 15:20