ბატე-ნეფთჩი ბარემ

კურტუამ, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, კოშტამ, ვიცოდით, გარდამტეხი მომენტი როდის დადგებოდა და ველოდებოდითო
ძალიან რთული მატჩი რომ იყო, ყველამ აღნიშნა, სიმეონემ დაამატა, ეს პირველი ნაბიჯია და მეტი უნდა გაკეთდესო.
''თამაში კარგად დაიწყო, პირველი რამდენიმე წუთი მშვენიერი იყო, მაგრამ შემდეგ დავკარგეთ მატჩის სადავეები და მილანელებს ინდივიდუალური გაბრწყინების შესაძლებლობა მივეცით. მეორე ნახევარში გამოვასწორეთ, უფრო აგრესიულად დავიწყეთ თამაში, რამაც მატჩის ბედი შეცვალა. ფეხბურთში გოლის გატანა ყველაზე მნიშვნელოვანია და სწორედ ეს დავავალე მოთამაშეებს.
მილანელებმა ძირითადად მარჯვენა ფლანგი დატყვირთეს, ცენტრალურ ზონაში კი ხუთი ფეხბურთელი ჰყავდათ. მხოლოდ მეორე ნახევარში მოვახერხეთ სიტუაციის გამოსწორება, რის შემდეგაც გუნი უკეთესად ათამაშდა. კურტუა ბრწყინვალე იყო პირველ ნახევარში, მეორე ტაიმში კი უკვე ყველამ კარგად ითამაშა და კოშტამ თავისი შანსი გამოიყენა. ასეთი თამაშების ბედს ერთეული მოთამაშეები წყვეტენ. კოშტამ და კურტუამ სწორედ ეს გააკეთეს.
ცვლილებებს რაც შეეხება, დავინახე, რომ თამაში არ გამოგვდიოდა და კრისტიანი და ადრიანი შემოვიყვანე, რადგან მეტი სისწრაფე მინდოდა. არავისთვისაა დასამალი, ჩვენ მოგებას ვიმედოვნებდით და გვინდოდა, ეს კი მხოლოდ მათი სივრცეების სწრაფი ათვისებით შეიძლებოდა.
და ბოლოს, აბსოლუტური სიმშვიდე. კარგად ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგა რთულია. დიდი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ კალდერონზე მეორე თამაშია სათამაშო. შედეგი მშვენიერია, მაგრამ მილანის მსგავსი გუნდების ჩამოწერა არ შეიძლება. უნდა ვიმუშაოთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად" - განაცხადა ჩოლომ.
This post has been edited by Darker Side on 20 Feb 2014, 16:56