დღეს უმნიშვნელოვანესი და საკმაოდ რთული გასვლა გვაქვს ვიგოში ლუის გარსიას სელტასთან. ეს იქნება კურტუას მეასე სალიგო მატჩი
სიმეონემ აღნიშნა, რომ კარგად იცის, მეტჯერ წაფორხილების უფლება რომ აღარ აქვს გუნდს, ასევე მატჩის მოსაგებად დიდი წვალება დაგვჭირდება, მაგრამ შემადგენლობას ბოლომდე ვენდობიო, ლუის ენრიკემ კი - ჩვენი მეტოქე პრიმერას მოგების კვლავაც რეალური კანდიდატია და ჯერ არაფერი დაუკარგავთო
კოკემაც ხაზი გაუსვა დღევანდელი მატჩის მნიშვნელობას და დაამატა, აწი ყველა თამაში ფინალივით იქნებაო. იქიდან ნოლიტომ თქვა, მშვიდად ვერ ვიქნებით 40 ქულას სანამ არ მივაღწევთო (ახლა 30 ქულა აქვთ და მეთერთმეტე ადგილზე არიან)
სანაკრებო ამბებს რაც შეეხება, კოკე ისევ იმედოვნებს, რომ მოხვდება სამსოფლიოო განაცხადში, დიეგო კოსტამ კი აღნიშნა, ვიცი, რომ ჩემგან მეტს მოელიან და მეტს ვიმუშავებ საკუთარ თავზეო
არდა თურანმა, ესპანეთს ვუგულშემატკივრებ და წესით მაგათ უნდა მოიგონო
არდა მანჩესტერის #1 პრიორიტეტი გახდა, ჩვენებმა კი მენეზზე გააკეთეს სერიოზული ბიდი
მენეზი 26 წლის ფრანგი ფლანგელია და პსჟ-ში თამაშობს, კონტრაქტი გასდის 30 ივნისს და იმედია არ იქნება რთული დასათანხმებელი წამოსვლაზე, რადგან ძალიან აქვს იქ შემცირებული სათამაშო დრო, სეზონის განმავლობაში ლიგა 1-ში ითამაშა მხოლოდ 11 მატჩი (6 სასტარტო), ჩემპიონთა ლიგაზე და თასზე 3 (სამივე სასტარტო) და ჯამში აქვს სულ 19 თამაში და 867 წუთი
მენეზით კი აპირებენ ურუგვაელი კრისტიან როდრიგესის ჩანაცვლებას, რომელთანაც 2016 წლამდე აქვს კლუბს კონტრაქტი, მაგრამ თვითონ სებოლამ გამოთქვა სეზონის ბოლოს წასვლის სურვილი, მეტი სათამაშო დრო მინდაო.
მემგონი ეს მიმოსვლა კლუბს უფრო გააძლიერებს

მანკიიომ აერობიკული ვარჯიშები დაიწყო უკვე, იმედია მალე გამოჯანმრთელდება
პ.ს. ამ წამს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი გაისმა ჩემი ტელევიზორიდან და გული სიხარულით მევსება, მოვიდა მილანთან განმეორებითი, როგორც იქნა

ისე კი კლუბმა 20 000 დროშა შეუკვეთა ამ თამაშისთვის, რომელიც კალდერონის სკამებზე იდება და ფანებს უფასოდ მიეცემათ
სან-სიროს ატმოსფეროს my ass
* * *
აეგრეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
shukeraხოგითხარი გუახე დაბრუნდება და არაა ცუდი კოშტას ბანითქო
გოოოოოლ
გოლ დე ტრეს პუნტეს დელ ორო <3