მცირეოდენი მადრიდის ,,ატლეტიკოს“ გერბის შესახებ:

ხე, დათვი და ვარსკვლავები აღებულია ძირითადად ქალაქ მადრიდის გერბიდან.

მარცხენა მაღალ კუთხეში ნაჩვენებია დათვი, რომელიც ადის ხეზე. ეს სიმბოლო მოდის XIII საუკუნიდან. ჯერ კიდევ XI საუკუნეში მადრიდი აღწერილია, როგორც ადგილი სადაც ბევრია დათვები და ღორები. შესაბამისად დროშაზეც გამოსახეს დათვი და ,,ხემარწყვა“ (ლათ: Arbutus, ქართული შესატყვისი ვიკიპედიიდან ამოვიკითხე).
ასევე დათვებთანაა კავშირში, როგორც ქალაქის ასევე გუნდის ლოგოზე გამოსახული ვარსკვლავები, რომლებიც შესაბამისად დიდი დათვის თანავარსკვლავედის 7 კაშკაშა ვარსკვლავს აღნიშნავს.

ხოლო ვარსკვლავების ხუთი ქიმი მადრიდის ხუთი მეზობელი პროვინციის აღსანიშნავი სიმბოლოებია. ეს პროვინციებია: Cuenca, Guadalajara, Segovia, Toledo & Ávila.

წითელ თეთრი ზოლები კი გუნდის ოფიციალური ფერების და ფორმის შესატყვისია, რომელიც ატლეტიკოს თავდაპირველი თეთრ-ცისფერი ფერების შემდეგ აცვია.

1903 წელს გუნდის პირველი ლოგო ბილბაოს ,,ატლეტიკის“ ლოგოს მსგავსი იყო, რადგან გუნდი ბილბაოელთა ფარმ-კლუბს წარმოადგენდა მადრიდში. ფერებიც შესაბამისად თეთრ-ცისფერი წრე აღნიშნავდა ბურთს, ხოლო შიგნით კლუბის ინიციალები ეწერა.

1917 წელს ქალაქ მადრიდის ლოგოს საფუძველზე შექმნილ იქნა ახალი გერბი, ხეზე ამავალი დათვით, სვიდი ვარსკვლავით და 6 თეთრ-წითელი ზოლით. ეს გერბი უკვე ძალიან ჰგავდა დღევანდელს.

1939 წელს სამოქალაქო ომის შემდეგ ლოგო შეიცვალალ. იმის გამო, რომ გუნდი გაერთიანდა ნაციონალური ავიაციის გუნდთან და ეწოდა ატლეტიკ-ავიასიონი ლოგოს დაემატა ფრთები და სამეფო გვირგვინი. 6 წითელ-თეთრი ზოლი შეიცვალა 4-ით.

1947 წელს ავიაციასთან განშორების შემდეგ ლოგოს მოსცილდა ისევ მათ გამო დამატებული სიმბოლოები და გახდა დღევანდელის ანალოგიური, ოდნავ ბაც ფერებში.

2008 წელს კი იგივე ლოგოზე ფერების გამუქება-გამკვეთრება მოხდა.

ბონუსად:
ძეგლი მადრიდში _ Puerta del Sol _ მადრიდის ცენტრალური მოედანი