დარჩენილი თამაშები:
Week 30 Atlético de Madrid - Granada CF 26/03/2014
Week 31 Athletic Club - Atlético de Madrid 29/03/2014
UEFA Champions League | 1/4 first leg FC Barcelona - Atlético de Madrid 01/04/2014
Week 32 Atlético de Madrid - Villarreal CF 05/04/2014
UEFA Champions League | 1/4 second leg Atlético de Madrid - FC Barcelona 09/04/2014
Week 33 Getafe - Atlético de Madrid 13/04/2014
Week 34 Atlético de Madrid - Elche CF 19/04/2014
Week 35 Valencia - Atlético de Madrid 27/04/2014
Week 36 Levante - Atlético de Madrid 04/05/2014
Week 37 Atlético de Madrid - Málaga 11/05/2014
Week 38 FC Barcelona - Atlético de Madrid 18/05/2014
ტრაკი კალენდარია ნამეტნავად

ბილბაო, ვალენსია, ბარსელონა გასვლა, ვილარეალი სახლი, + ჩლზე ბარსა
:|
კითხვა: შეგვიძლია თუ არა ჩემპიონობა?
ზეგ ბროწეულებს უეჭველი დავდებთ და 30-ე ტურის შემდეგაც პირველ ადგილზე ვიქნებით, თან ვიმედოვნოთ, რომ რეალი სევილიაში ქულებს დაკარგავს და ერთპიროვნულად გავლიდერდებით - წნეხი ცოტა შესუსტდება
აი მერე იქნება იმჰო გადამწყვეტი თამაში იმის გასაგებად, შეუძლია თუ არა ატლეტიკოს ბრძოლა ჩემპიონობისთვის. ბილბაოს გასვლაზე თU მოვუგეთ, მეორე სუნთქვა გაგვეხსნება დარწმუნებული ვარ
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩოლო აღარ გაიმეორებს იმ შეცდომას, რაც კოპას ნახევარფინალის დროს დაუშვა - ძალები არ გადაანაწილა და საბოლოოდ კოპაზეც გავნადგურდით, ალმერია-ოსასუნასთან ლიგაშიც წავაგეთ და ტიაგო, ვილია და ფილიპე ლუისიც გაგვეტრავმნენ
მოკლედ, დიეგო პაბლო სიმეონე, დაიკიდე ეს დედა#####ული ლიგა, სადაც ისედაც საკმაოდ შორს გახვედი უკვე და ბარსას, რომელმაც ამ კლასიკოს მოგებით უდიდესი მუხტი აიყოლა, უაზროდ თავს ნუ შეაკლავ. ბარსელონასთან დაპირისპირებებს შორის პრიმერას ორი უმნიშვნელოვანესი თამაში გვაქვს, ვილარეალთან და ბილბაოსთან, გააკეთე კონცენტრაცია ამ თამაშებზე, მოიგე ორივე და პრიმერას ნანატრი ტიტულის მოპოვების საქმე ნახევრად გაკეთებული იქნება
თუ ასე მოხდა და ორივე გუნდი დავამარცხეთ, მერე ხეტაფე-ელჩე ტექნიკის საქმეა და ამ დროისთვის მინიმუმ 1-ქულიანი სხვაობა მაინც გვექნება მდევართან
და დარჩება ვალენსიაში და ბარსელონაში გასვლები, რომელზეც ახლა ლაპარაკი უბრალოდ სისულელეა

პასუხი: ჩემპიონობის შანსი გვექნება, თუ ჩოლო მოახერხებს და მოერევა საკუთარ თავს და გააკეთებს იმას, რაც მთელი სეზონის განმავლობაში ვერ აკეთებდა და აქილევსის ქუსლად რჩებოდა - როტაციას. თუ ორივე ფრონტს შეაკვდება, ჩემპიონობის ისედაც მყიფე შანსები, მიზერული გახდება, მაგრამ თუ კონცენტრაციას პრიმერაზე გააკეთებს - მერე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.