პირადად ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელ გუნდთან ავიღებთ 3 ქულას და რომელთან 1-ს. მთავარია ჯამში 4 იყოს. 6 თუ იქნება მთლად კანფეტი

საფეხბურთო თვალსაზრისით ძალიან ცოდვაა შახტარის ჩარჩენა; მაგრამ ასევე საფეხბურთო თვალსაზრისით ცოდვაა წინა ჩემპიონის და პოტენციურად უძლიერესი ჩელსის ჩარჩენაც. ნუ იუვე ხომ თავისთავად. ბოღმიანებს თუ გამოვაკლებთ ნეიტრალური გულშემატკივრისთვის ცხადია ჩელსი-იუვეს გასვლა უფრო სასურველია და მერე უფრო მაგარი ჯახები. შახტარი შეიძლება ძალიან სიმპატიურად თამაშობს, და მამენტ შეიძლება ჰა ჰა მეოთხედფინალში გავიდეს მაგრამ იქ ზუსტად როგორც შენ ახსენე კლასი არ ეყოფათ. თუნდაც ჩელსიმ კლასის (და ნუ ყბადაღებული იღბლის

) ხარჯზე არ ამოაყირავა? რა თქმა უნდა მეორე მომენტიცაა უმართლებს ძლიერებსო.
ვნახოთ რა იქნება ფაქტია მხოლოდ ის რომ ჩვენი ბედი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ხელთაა. არავიზე დამოკიდებული არ ვართ. და ასევე ფაქტია რომ ორივე დედისხვნა თამაში აიწევა. ოღონდ იმედია ჩელსი ავტობუსით არ ჩამოვა ტურინში, მაგათ მესიმ ვერ გაუტანა და ჩვენი დონდლო თავდასხმა

გაუტანს?!