დევიდ კოვერდეილმა ადრე, ადრიან ვანდენბერგთან ერთად, პატარა ვოიაჟზე დაწერა. ფეხშიშველი დგები ნაპირზე და მზის ცელქ სხივებში ჰორიზონტს თვალებით ეფერები. იქიდან შტილი ტალღებზე ისვენებს. ზვიგენები დელფინებთან ერთად ბურას უბერავენ. ადავებენ, მეგობრობენ. ნაპირზე ჩამოირბინა დინგომ. ნაპირზე ჩამოირბინა ნიავმა. ონავარი ბავშვივით მიიხედ-მოიხედა. ეძებს, რა გააფუჭოს, რომელიმე გამვლელს თავიდან ქუდი მოპაროს და ტალღებზე მიაგდოს. ნიავიც კოვერდელს უსმენს. ნიავიც იმ ნაპირზეა და შენთან ერთად მზის სხივებში ჰორიზონტს ეფერება. ტალღამ ორი ფურცელი გამორიყა ნაპირზე. უკვე წაიკითხა, მოეწონა და შენ გამოგიტანა. ნიავთან ერთად რომ ჩაუჯდე და დატკბე. კოვერდეილის ლირიკით დატკბე.
Do you remember Standing on the shore, Head in the clouds, Your pockets filled with dreams.
Bound for glory On the seven seas of life, But, the ocean is deeper than it seems
The wind was with you When you left on the morning tide, You set your sail for an island in the sun,
On the horizon, dark clouds up ahead, For the storm has just begun
Take me with you, Take me far away, Lead me to the distant shore
Sail your ship across the water, Spread your wings across the sky
Take the time to see You're the one who holds the key, Or sailing ships will pass you by…
მეორე ფურცელზე ვიღაც ტიპი მოწყენილი, მშვიდი თვალებით გიყურებს. იქვე დაბადების თარიღია. 9 ნოემბერი. 1974. ტალღები შენს გაკვირვებულ სახეს მარილიანი წყლით ასველებს და ფურცლებზე წვეთები ეცემა. ორივეზე ეცემა. კოვერდეილის ლექსზე. და იმ სახეზეც. მშვიდ და მოწყენილ თვალებზე.
იქვე რაღაცები წერია…
"ალესანდრო დელ პიეროს ასაკში ფეხბურთის თამაში ბევრისთვის ცრურწმენაა. ხედავ, როგორ ცელქობენ პრივატულ საღამოზე ის პორტუგალიელი პიჟონი და პერის ჰილტონი. ხედავ უეინ რუნის და ცხრა მამის შვილს, 19 წლის კოლუმბიელ გოგონას, რომელიც 1 500 ევროდ ყველგან გაკოცებს. ხედავ ფეხბურთის ნიქ ქეივს, სენიორ ლეო მესის, რომელიც ხან ქეივია, ხან - იერონიმ ბოსხი და ხანაც - ტომ სოიერი. ლეო ერთი და ბევრია. მთელი ლეგიონი.
დელ პიერომ „იუვენტუსს" კიდევ ერთი გოლი დაუტოვა. სამახსოვროდ, დიდი მოქანდაკისგან.
და ხედავ სარკეს, რომელშიც ისევ ის, უბრალო ბიჭის უბრალო თვალები და სუფთა იტალიური სიფათია. დიდი თვალები, წვრილი ტუჩები, სახის რელიეფში მყარად ჩამჯდარი ცხვირი. ალესანდრო დელ პიეროს სარკე ალესანდრო დელ პიეროს იმახსოვრებს. ნაოჭებში სითბო ასაკს ეფერება და აძინებს. თვალებში - გლადიატორის ტკივილი. თმაში - წლების ანარეკლი.
კინომანები და ძალიან სერიოზული კრიტიკოსები არ იხსენებენ ფილმს A Walk in the Clouds. მშვიდ, ოჯახური მუღამებით გაშლილ ფილმს, რომელშიც ენტონი ქვინი არარეალურად მაგარია. ქვინი სიმშვიდეში დაბერებული ბაბუა, რომელიც სიტკბოს, სიყვარულს არიგებს და პოლ სატონის შოკოლადს პარსავს. ქვინი, ანუ დონ პედრო არაგონი სატონს ერთ მომენტში, ქალისა და მამაკაცის შედარების დროს, ასიანს ეუბნება - Talking between men and women never solves anything. Where we think, they feel. They are creatures of the night. მაგარი გარტყმულია. თუ ამის სათარგმნელად ლექსიკონი გვინდა, ვიღებთ ლექსიკონს. არაგონი ცხოვრების ლექსიკონიდან ამბობს სათქმელს.
დელ პიეროს ასაკში ფეხბურთის თამაში კლასიკაა. სხვებისთვის ალესანდროს ბოლო შედევრი, ბურთთან ბოლო ჩაძმაკაცებაც ცრურწმენაა. ცრუ ეს ტიპები არიან.
ალესანდრო დელ პიერო ხედავს სარკეს, რომელშიც ისევ ის, უბრალო ბიჭის უბრალო თვალები და სუფთა იტალიური სიფათია. სარკე ხედავს ალესანდროს და შუშის თვალს უკრავს. სარკეში ისევ ის იტალიური სიფათია და სარკეს ეს მოსწონს - დიდი თვალები, წვრილი ტუჩები, სახის რელიეფში მყარად ჩამჯდარი ცხვირი. ალესანდრო დელ პიეროს სარკე ალესანდრო დელ პიეროს იმახსოვრებს. ნაოჭებში სითბო ასაკს ეფერება და აძინებს. თვალებში - გლადიატორის ტკივილი. თმაში - წლების ანარეკლი.
დელ პიერო - ძველმოდურად, გემოვნებით ჩაცმული ტიპი, რომელსაც გაჩერებული ბურთის დანახვაზე თვალები ენთება.
დელ პიერო ადრე, დიდი ბაკებით "იუვეში". დელ პიერო ცოტა მერე, შეთხელებული ბაკებით და შეთხელებული თმით. ისევ "იუვეში". დელ პიეროს ბოლო ვოიაჟი მოგონებების პანთეონში. ცხადია, ტურინში და "იუვეში". დელ პიერო "დელე ალპის" სერჟანტ პეპერი, ჯო სატრიანის ყველაზე ლამაზი სოლო იყო. ალესანდრო ავსტრალიაში, ჰიუ ჯეკმანთან ერთად სათევზაოდ ჩავიდა და თან ბურთსაც გააგორებს. ალე "სიდნეიში" ხატავს. დელ პიეროს ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ავსტრალიამ მარიო პიუზოს კლასიკა მიიღო. დელ პიერომ უკვე დატოვა ერთი პატარა შედევრი, იტალიური, თავისი, ელეგანტური და თბილი წამი.
დელ პიერო ავსტრალიაში ავსტრალიელებისგან კომპლიმენტების ასაღებად ჩადის. იქ პატ რაფტერი ისევ გაუპარსავი კაზანოვაა. იქ მელ გიბსონი რუს საყვარელს ცუდად ექცევა და რუსი ცუდ მელს მაგრად წეწავს. იქ პამელა ანდერსონი და დან კარტერი პოკერს უბერავენ. იქ ალესანდრო დელ პიერო ავსტრალიაზე პატარა ჩანახატს ეცნობა.
ფეხბურთის გურმანებს, ვისაც დევიდ ბექჰემის იროკეზზე ერექცია არ ეწყება და ვისაც ოლეგ სალენკო ერიკ კანტონაში არ ერევა, აქვს ალესანდრო დელ პიეროს პერსონალური, ფავორიტი მომენტი. დელ პიერო ადრე, დიდი ბაკებით "იუვეში". დელ პიერო ცოტა მერე, შეთხელებული ბაკებით და შეთხელებული თმით. ისევ "იუვეში". დელ პიეროს ბოლო ვოიაჟი მოგონებების პანთეონში. ცხადია, დიდ "იუვეში". დელ პიერო "დელე ალპის" სერჟანტ პეპერი იყო. ალესანდრო ავსტრალიაში, ჰიუ ჯეკმანთან ერთად სათევზაოდ ჩავიდა და თან ბურთსაც გააგორებს. ალე "სიდნეიში" ხატავს. უკვე დატოვა ერთი პატარა შედევრი, იტალიური, თავისი, ელეგანტური და თბილი წამი. დელ პიეროს გოლი. საჯარიმოდან შესრულებული შედევრი.
ზოგისთვის ალესანდროს მოგონებები ალესანდროს ნებისმიერი საჯარიმოთი იწყება. დელ პიეროს საჯარიმო კლასიკა. ერთ-ერთი ადრე, 11 წლის წინ, უნგრეთთან საკვალიფიკაციოში იყო. ალესანდრომ ბურთს თავი დაუქნია, მოიკითხა ძველი მეგობარი და დაახლოებით 25 მეტრიდან გაუშვა. უნგრეთი დელ პიეროს კოლექციაში შევიდა. ალემ იტალიას მსოფლიო ჩემპიონატის ვიზა აუღო. დელ პიეროს ვიზა ცისფერ სადისტებს. ის იტალია ტრაპატონის ექსპერიმენტების მისტერ ჯეკილი და ექიმი ჰაიდი იყო.
დელ პიერომ "სიდნეიში" იტალიური ზურგჩანთა უნდა გახსნას და იქიდან ბევრი ემოცია წამოვა. დელ პიეროს გემრიელი ემოცია. დელ პიეროს კარიერაც გემრიელი, განსაკუთრებული იყო. განსაკუთრებული ცეკვით ჩვეულებრივ ბურთთან.
ავსტრალიამ დელ კლასიკო მიიღო."
ეს ყველაფერი ადრე სადღაც ეწერა.
ალესანდრო 38 წლის გახდა.
ფეხბურთი 38 წლის გახდა.
დევიდ კოვერდეილმა ადრე, ადრიან ვანდენბერგთან ერთად, პატარა ვოიაჟზე დაწერა. ფეხშიშველი დგები ნაპირზე და მზის ცელქ სხივებში ჰორიზონტს თვალებით ეფერები. იქიდან შტილი ტალღებზე ისვენებს. ზვიგენები დელფინებთან ერთად ბურას უბერავენ. ადავებენ, მეგობრობენ. ნაპირზე ჩამოირბინა დინგომ. ნაპირზე ჩამოირბინა ნიავმა. ონავარი ბავშვივით მიიხედ-მოიხედა. ეძებს, რა გააფუჭოს, რომელიმე გამვლელს თავიდან ქუდი მოპაროს და ტალღებზე მიაგდოს. ნიავიც კოვერდეილს უსმენს. ნიავიც იმ ნაპირზეა და შენთან ერთად მზის სხივებში ჰორიზონტს ეფერება. ტალღამ ორი ფურცელი გამორიყა ნაპირზე. უკვე წაიკითხა, მოეწონა და შენ გამოგიტანა.
Sailing Ships.
Do you remember Standing on the shore, Head in the clouds, Your pockets filled with dreams.
Bound for glory On the seven seas of life, But, the ocean is deeper than it seems
The wind was with you When you left on the morning tide, You set your sail for an island in the sun,
On the horizon, dark clouds up ahead, For the storm has just begun
Take me with you, Take me far away, Lead me to the distant shore
Sail your ship across the water, Spread your wings across the sky
Take the time to see You're the one who holds the key, Or sailing ships will pass you by…
ეს ყველაფერი ადრე დევიდმა წაუმღერა.
და მეორე ფურცელზე დელ პიეროა. უკვე 38 წლის მხატვარი, რომელსაც ფუნჯები და აკვარელი ისევ იმ ძველ, უკვე მაგრად გახუნებულ ჩანთაში უყრია.
ალემ კიდევ ერთი ტილო უნდა დატოვოს. და მერე ბოლო გამოფენა გაიხსნება.
დინგოს ისევ ჩაეძინა. ზვიგენმა დელფინთან ბურა 9:11 წააგო, ბოლო სეზე აიჭრა. ტალღამ თვალი ჩაგიკრა, გადაკოტრიალდა და მოხია. ორი ფურცელი შენთან დარჩა. კოვერდეილის ლექსი და დელ პიეროს თვალები.
გაგიმართლა.
http://news.ge/ge/news/story/36784-mkhatvariJuvetifoziშენ უნახავადაც მიხვდები ვისიც არის
RIP georgia7777...
Forca juve!Forca italy!
NHL _Anaheim ducks!!!
NBA_San antonio spurs!!!
NFL_Baltimore Ravens!!!
Tennis_Venus wiliams (black panter)
Lleyton Hewitt
Juan Martin Del Potro
ტიმოთე მეფე ხარ მეფე!(c)T@chka