ანტონიო კონტე კვლავ წარსდგა საზოგადოების წინაშე , მას შემდეგ რაც რამდენიმე ხნის წინ უარი განაცხადა ყოველგვარი კომენტარის გაკეთებაზე პრესის წარმომადგენლებთან . სოციალური ქსელის დახმარებით , იგი მთელი მსოფლიოს მაშტაბით ” იუვენტუსის ” გულშემატკივრების კითხვებს პასუხობდა …
იქნებიან თუ არა ინტერი , ლაციო , ფიორენტინა ან ნაპოლი თქვენი კონკურენტრები ?
” აქ ორი გუნდი აკლია რეალურად ” მილანი ” და ” რომა ” . რაც შეეხება ფიორენტინას ვთვლი , რომ ისინი ამ სიაში აუტსაიდერები არიან . ადრე მკითხეს ჩემპიონატის აღმოჩენა კლუბზე და ფლორენციელები ვახსენე . შესაძლოა იღბალია , თუმცა რაღაცეები მესმის ნამდვილად . მიუხედავად ყველაფრისა მოგვიწევს მხოლოდ საკუთარ თავზე კონცენტრირების მოხდენა .
თქვენი აზრით შესძლებთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასპარეზობას ? არჩევანზე რომ იყოს , რომელ კლუბს დაუპირისპირდებოდით ?
” ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე არ მისაუბრია ამ თემაზე და სიმართლე გითხრათ , ნამდვილად არ მიყვარს ამის გამეორება . გულშემატკივრობა არ ნიშნავს იმას , რომ მან დაკარგოს რეალობის განცდა . უნდა გავაცნობიეროთ თუ რა იყო ჩვენამდე და რა ხდება ეხლა , როგორ მიდის გუნდის შენების პროცესი . უკანასკნელი 13 თვის მანძილზე უნდა ავღნიშნოთ , რომ შრომისყვაორების საოცარი გრძნობით , ცრემლებით , ინვესტირებით მოვახერხეთ გრძელი გზის შემოკლება და საბოლოო ჯამში სკუდეტო მოვიპოვეთ . ეხლა კი დავბრუნდით ჩემპიონთა ლიგაში , ეს ახალი გზაა და როდესაც მესმის მანჩინის განცხადება , რომ საკუთარი ფინანსური რესურსით იგი მხოლოდ და მხოლოდ 9 წელიწადში მიაღწევს გამარჯვებას ამ ტურნირში და როდესაც ანჩელოტი 10 წელზე საუბრობს ასევე მსხვილი ინვესტიციით , მაშინ ჩვენ საკმაოდ მოკრძალებული ფინანსური რესურსით , ალბათ არც კი უნდა ვოცნებობდეთ თასის აწევაზე . თუმცა , ფეხბურთში ფული მთავარი მამოძრავებელი ძალა არასოდეს ყოფილა , უნდა გავაგრძელოთ იმ გზაზე მოძრაობა , რომელიც საკმაოდ რთულია და მას ჩემპიონთა ლიგა ჰქვია . დაუმარცხებლები ვართ და ვაგრძელებთ სვლას , მომეწონა ბუფონის სიტყვები , ყველაფერი ჩვენს ხელშია , თუ მოვახერხებთ კონცენტრირებას მოვიპოვებთ საგზურს , თუ არადა საკუთარი ხელით გამოვიტანთ განაჩენს და ევროპა ლიგას ვესტუმრებით . ჩემი გაგება მარტივია თუ გაქვს ამბიცია , მაშინ უნდა გააგრძელო სვლა გამარჯვებისკენ . ჩვენ – ვსაუბრობ საკუთარი , გუნდის , ხელმძღვანელობის სახელით გვსურს , რომ დავაბრუნოთ ” იუვენტუსი ” უმაღლეს მწვერვალზე . როგორ ? მუხლჩაუხრელი შრომის გზით . აუცილებელია მოთმინება , რამდენიმე ადამიანი უკვე ღიად გამოხატავს საკუთარ აზრს . განსაკუთრებით მსურს გულშემატკივრებს მოვუწოდო , თუ ისინი მოთმინებით არ მოეკიდებიან სიტუაციას , ეს იქნება ნამდვილი კატასტროფა ჩვენთვის , კიდევ ერთხელ გეტყვით , რომ უმჯობესია წარსულში გაიხედოთ და გაიღიმოთ ” .
ანტონიო , ჩვენს ფეხბურთელებს ჯარისკაცებს უწოდებენ , თუმცა რა ადამიანური ღირებულებები უნდა გააჩნდეს ფეხბურთელს , რომ ” იუვენტუსსში ” ირიცხებოდეს ?
” დავიწყოთ იქიდან , რომ მომეწონა ბონუჩის განცხადება , როდესაც ჯარისკაცებზე საუბრობენ , პროფესიონალებს გულისხმობენო . განვიხილავ პროფესიონალიზს და პროფესიონალებს , სხვადასხვა კუთხით , თუმცა უნდა აღინიშნოს , რომ მეც და ფეხბურთელებიც საკუთარ საქმეში უნდა ვიყოთ პროფები . ვითხოვთ პროფესიონალიზმს და ვთხოვთ მოთამაშეებს იყვნენ პროფესიონალები . გულზე ვიდებ ხელს და ვიტყვი , რომ როდესაც გვსურს რომელიმე ფეხბურთელის დამატება და არ გვაქვს უფლება შევცდეთ ფინანსური სახსრების გათვალისწინებით , ვუყურებთ რა მის ტაქტიკურ და ტექნიკურ განათლებას , უპირველეს ყოვლისა ვაკვირდებით იმას აქვს თუ არა ამ ფეხბურთელს ის ადამიანური ღირებულებები რისი დამსახურებითაც მოერგებოდა ” იუვენტუსს ” . რადგან მძიმე წუთებში , რომელიც სეზონის მსვლელობის დროს ხშირად დგება ხოლმე , ფეხბურთელი მეორე პლანზე გადადის და მთავარი როლი ადამიანს ენიჭება . მაგრამ თუ პიროვნებასთან არის გარკვეული პრობლემები და კითხვის ნიშნები , მაშინ ის მიექანება ქვევით და ამასთანავე ითრევს გარშემო ყველაფერს და მიჰყავს კრახისკენ ” .
თქვენ თავდაჯერებულობა შემატეთ ჯიოვინკოს , თუმცა რა მახასიათებლები გააჩნია მას , რომელიც ჯერ კიდევ არ გამოუმჟღავნებია ?
” ვფიქრობ ამ თვეების მანძილზე თავდაჯერებულობა უკლებლივ ყველა ჩემს მოთამაშეს შევძინე . ჯიოვინკო ტურინში დაიბადა და ” იუვენტუსის ” აღზრდილია ისევე როგორ დე ჩელიე და მარკიზიო და ეს მშვენიერი რამ არის . ისევე როგორც ბარსელონას კანტერა , იმედი მაქვს , რომ პრიმავერა მომავალში მთავარ გუნდს არა ერთ ვარსკვლავს შემატებს . აუცილებელია უბრალოდ რომ ისინი იყვნენ ისეთივე კარები როგორებიც პაოლო , სება და კლაუდიო არიან , რადგან პირველ გუნდში ნებისმიერს ვერ ავიყვანთ . ეს არის მესიჯი პრიმავერას , ჩვენი კარი ღიაა და მზად ვართ . რაც შეეხება ისევ და ისევ ჯიოვინკოს , მას სხვებთან შედარებით უფრო უადვილდება ერთი ერთზე თამაში , ჩაწოდებებისას მნიშვნელოვანი ფიგურაა , შეუძლია პენალტზე წასვლა და საერთოდაც გასულ სეზონში მისი ათი ბურთი და საჯარიმოში თამაში ყველაფერზე თავად სცემს პასუხს . არ დავივიწყოთ ასევე მისი ხუთი ბურთი მიმდინარე სეზონში , თუმცა სრულყოფილებისკენ სწრაფვა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და რაც მთავარია ზედმიწევნით კარგად უნდა შესრულდეს ჩემი დავალებები თავდამსხმელების მიერ . ის კარგად ასრულებს საქმეს , ისევე როგორც ბენდტნერი , ბენტდნერი სწავლობს , ისევე როგორც კარგად ერგებიან მატრი , ვუჩინიჩი და კუალიარელა ” .
როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ გასულ სეზონში ალესანდრო დელ პიეროსთან ?
” გამომდინარე იქიდან , რომ 10 წლის განმავლობაში პარტნიორები ვიყავით და ერთი კლუბის მაისურით გამოვდიოდით მოედანზე , მხოლოდ და მხოლოდ გულწრფელი , ყოველთვის პირდაპირობით გამოვირჩეოდით და ვამბობდით იმას რასაც ვფიქრობდით რეალურად . ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი , თუ როგორ იქცეოდა ვეტერანებთან ერთად , ვგულისხმობ ბუფონს . გასული სეზონი ჩემთვისაც და ყველასთვის ალბათ გახდა ფუნდამეტალური , რადგან გამარჯვებებს დავუბრუნდით . კმაყოფილი ვარ , რომ მან იპოვნა საკუთარი ბედნიერება და სტიმული ავსტრალიაში , ვადევნებ მის ასპარეზობას თვალყურს როცა მცალია და ვხედავ ნამდვილ გმირს , სხვა სიტყვა ძნელია იპოვნო ამ სიტუაციაში . ვიცი , რომ ყოველთვის ჩვენი გულშემატკივარი იქნება და მხარს გვიჭერს ბოლომდე , ისევე როგორც ჩვენ ვქომაგობთ სიდნეის და განსაკუთრებულად მას ” .
რომელი ორი დაპირისპირებაა თქვენთვის გამორჩეული , როგორც მწვრთნელისთვის და როგორც ფეხბურთელისთვის ” იუვენტუსსში ” ?
” შემიძლია ვისაუბრო როგორც მოთამაშემ , მაგრამ გავიხსენო საუკეთესო მატჩი რთულია . შეგვიძლია გამოვარჩიოთ ისეთი მომენტები , როდესაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ , თუმცა ტრავმის გამო გამოვტოვე , ისევე როგორც ევროპის ჩემპიონატი . ყველაზე მეტი ემოცია კი ალბათ ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერთან თამაში იყო მიღებული , როდესაც გოლი გავიტანე . დაბრუნებისას კი აეროპორტში ტიფოზებმა ხელში ამიყვანეს . გამაკვირვა და დამაბნია ამან . რაც შეეხება მწვრთნელის ამპლუას , აქ სიტუაცია ასეა : იმედია ყოველი მომდევნო , ამიტომ შემდეგი ” ლაციოა “ ” .
ბოლო რთული თვეების გამო , გიფიქრიათ თუ არა ყველაფრის მიტოვებაზე ?
” ეს იმდენად სიღრმისეული შეკითხვაა , რომ დიდ ტკივილსაც მაყენებს , რადგან უშუალოდ ჩემს სულს ეხება . ნამდვილად კოშმარულ სიტუაციებში მაქვს გავლილი , ვუსვავდი საკუთარ თავს კითხვებს , თუმცა პასუხად გაურკვევლობა მოდიოდა და ნამდვილად არ ვიცოდი რა შეიძლებოდა მომხდარიყო . მიშველა არა მარტო ოჯახის მხარდაჭერამ , არამედ ისეთმა პიროვნებამ როგორიც ანდრეა ანიელია , რომელიც ბოლომდე დამიდგა გვერდში და ყველა ასპექტში გამომიცხადა მხარდაჭერა . სწორედ ამან მიშველა რთულ დროს , როდესაც გინდა იყვირო მთელი მსოფლიოს გასაგონად და ბევრი რამე თქვა , თუმცა ასე რომ მომხდარიყო იქნებოდა კიდევ უფრო მეტი სალაპარაკო , რომ არ ვიცავ წესებს და ვიქცევი გარიყულივით ” .
საფეხბურთო კარიერის განმავლობაში , რომელმა ფეხბურთელმა იმოქმედა თქვენზე დადებითი კუთხით ?
” კარიერა უნდა დავყოთ სპორტული და ადამიანური კუთხით . ადამიანური მომენტიდან თუ შევხედავთ , პირველ რიგში ოჯახი მმატებდა ძალას , დედა და მამა . სწორედ მამაჩემის დამსახურებაა , რომ მტკიცე პიროვნება ვარ , სამართლიანი , რომელიც არასოდეს გააკეთებს კანონ გარეშე ქმედებას და არ წავა კომპრომისზე – ამის გამო მსურს მადლობა გადავუხადო მათ . საფეხბურთო კუთხით კი მხვდა წილად ბედნიერება მემუშვა უდაოდ გამორჩეულ სპეციალისტებთან , ფეხბურთელებს რაც შეეხებათ ზიდანის და დელ პიეროს გვარებიც საკმარისია ალბათ . თუმცა არ დავივიწყებ მონტეროს . დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ბიჭებს და მწვრთნელებსაც , რომლებმაც საკმაოდ ბევრი რამ მასწავლეს ” .
რატომ არ თამაშობთ 4-3-3 ტაქტიკური მონახაზით გაცილებით სუსტ მეტოქეებთან ?
” მოდით ეს უბრალოდ ციფრებად დავტოვოთ , იქნება 5-7-2 , 8-1-1 თუ სხვა რაიმე , მთავარი თამაშის პრინციპია . 4-3-3 არა გრანდებთან სათამაშოდ , ვფიქრობ უფრო დაცვითი სქემაა , რადგან მცირე ყურადღების და კონცენტრირების გაკეთებაა საჭირო ჩვენს მოდულზე , რომ მიხვდეთ თუ რამდენად შემტევია იგი . გარკვეული ადამიანები უკვე ამჩნევენ ამას . ეს სისტემა იმდენად ახალია , რომ მასში ციფრებიც კი ახალია და ჩვენი ჩანაფიქრები ძნელად გასაშიფრია . სათამაშო სქემა , რომელიც ეხლა მუშაობს არის – სუპერ თავდასხმა და ზეწოლა . 4-3-3 ს კი ვთვლი , რომ უფრო მეტად დაცვითია ” .
ინტერთან მარცხის შემდეგ , გუნდმა თითქოს გამარჯვების წყურვილი დაიბრუნა …
” გამარჯვების წყურვილი არც დაგვიკარგავს , უბრალოდ ის მახასიათებლები რაც წინა მატჩებში მაღალ საფეხურზე იყო , ინტერთან სადღაც გაქრა , არ ვიყავით ისეთივე კონცენტრირებულნი , შემართებით სავსე და ცივ სისხლიანი , შედეგად … როგორც უკვე გითხარით გუნდი 13 თვეა რაც მუშაობს ერთად და ამ ხნის მანძილზე ფეხბურთელები გაცილებით თვითდარწმუნებულნი და თავდაჯერებულები გახდნენ . გამარჯვება ინტერზე … ( იღიმის ) ბოდიშით , რა თქმა უნდა მარცხი , მივეჩვიე უბრალოდ გამარჯვებებს , მსურს მივულოცო ნერიაძურის წარმატება , რადგან იგი ჩვენი 49 მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ მოხდა და ეს ნამდვილად იმსახურებს გამორჩეულ მილოცვას . ისინი სერიოზული კონკურენტები არიან და გამარჯვება ჩემპიონატში ხაზს გაუსვავს იმას თუ ვინ არის ძლიერი … ეს ინტერის კი არა მილანს , ფიორენტინას , ლაციოს და ნაპოლისაც ეხება . იმ შემთხვევაში თუ ზეწოლა მეტოქეზე ჩვეულ რითმში იქნება , მაშინ ყოველთვის გვენქება შანსი კმაყოფილებმა გავიხედოთ წარსულში ” .
რა გრძნობა დაგეუფლათ , როდესაც სკუდეტო მოიპოვეთ მას შემდეგ რაც გუნდი კალჩიოპოლის ისტორიამ კინაღამ გაანადგურა ?
” ეს იყო ჩემი , ხელმძღვანელობის და ფეხბურთელების გაწეული შრომის შედეგი . როდესაც პერიოდულად ვიღლები ხოლმე , მახსენდება მიღწეული და ახალი ენერგიით ვივსები . გასულ სეზონში მოპოვებული სკუდეტო უნდა გახდეს სიმაყარის და თავდაჯერებულობის გარანტი . ეს არის ნათელი მაგალითი თუ რა შეუძლია შეუჩერებელ შრომას . ჩვენ ეს შევძელით და ვამაყობ , რომ ამ ბიჭების მწვრთნელი ვარ ” .
რა არის ყველაზე დიდი პრობლემა მწვრთნელისთვის, როდესაც ასეთ დიდ გუნდს უდგას სათავეში ?
” რთულია რადგან ყოველთვის გამარჯვებას ელიან . ამასთანავე გულშემატკივრების გაგება ასეთია : ან გიჟდებიან შენზე ან ეზიზღები . თუმცა ზოგჯერ გინდა გაიგო : იუვენტუსმა გენიალური ფეხბურთი აჩვენა ! ისინი 49 მატჩის განმავლობაში არ დამარცხებულან ! ეს უმეტესწილად ჟურნალისტებს ეხებათ , ცუდია რომ ამ სიტყვებს პროფესიონალები კი არა გულშემატკივრები უფრო იყენებენ . ძალზედ დამწყვიტა გული იმ ფაქტმა , რომ როდესაც ნორდშელანდთან მატჩის შემდგომ ვერ ვახერხებდი ქვევით ჩასვლას , თუმცა იმედი მქონდა რომ ბიჭებს აპლოდისმენტებით და მილოცვებით შეხვდებოდნენ … ეს არ მოხდა , რამაც ძალიან გამაბრაზა არადა ეს ის ჟურნალისტები იყვნენ , რომლებიც თითქმის ყოველ დღე ფეხბურთელებთან ერთად ატარებენ დროს ” .
რატომ ცვლით ხოლმე ხშირად თავდამსხმელებს , იმის მაგივრად რომ შეათამაშოთ ერთი კონკრეტული დუეტი ?
” დღეისათვის გუნდში ხუთი ფორვარდია . ასე იყო გასულ სეზონში , თუმცა გუნდი დელ პიერომ და ბორიელომ დატოვეს , ხოლო მათ ნაცვლად ჯიოვინკო და ბენდტნერი მოვიდნენ . გავახანგრძლივეთ კონტრაქტები მატრისთან , კუალიარელასთან და ვუჩინიჩთან . ჩვენ გვჯეროდა მათი და გვჯერა ეხლაც . თუ თამაშობს ორი , ეს ნიშნავს , რომ დანარჩენი სამი სკამზე იჯდება და მიიღებენ შანს . ჩემთვის მთავარია რომ თავდამსხმელი ბოლომდე დაიხარჯოს და ჩემი გეგმები განახორციელოს . გადაწყვეტილებებს კი ვარჯიშიდან ნანახის შემდეგ გამოვიტან . მთავარია , რომ მაქვს არჩევანი ფორვარდებს შორის , რომლებიც ერთმანეთთან თანაბარ პოზიციაში არიან , მაგრამ გააჩნიათ განსხვავებული მახასიათებლები ” .
როგორ ფიქრობთ , თქვენმა არ ყოფნამ იმოქმედა კლუბის ასპარეზობაზე ?
” ადრე უკვე ვთქვი და დღესაც განვმეორდები , ვწუხვარ , რომ გუნდთან არ ვარ 95 წუთის მანძილზე , თუმცა არა ჩვეულებრივი ფეხბურთელები მყავს … მოდით ასე ვიტყვი , მე ნამდვილად ვერ შევკრავდი ამაზე უკეთეს გუნდს . ისინი მართლაც გამორჩეული ფეხბურთელები და ადამიანები არიან . სწორედ მათი დამსახურებაა , რომ ვიმყოფებით პირველ პოზიციაზე სატურნირო ცხრილში და ვიბრძვით ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ” .
ვის დაასახელებდით გამორჩეულ ფეხბურთელად , რომლის წინააღმდეგაც მოგიწიათ ასპარეზობა ?
მარადონას რა თქმა უნდა . როდესაც ლეჩეს ღირსებას ვიცავდი , მხვდა წილად ბედნიერება მეასპარეზა მის წინააღმდეგ და ნაპოლისთან სტუმრად მოვახერხე პირველი გოლის გატანა სერია ა-ში . ჩიროსთან მქონდა მასსზე საუბარი და ის ნამდვილად ეპოქალური ფეხბურთელი იყო , რომელსაც უბრალოდ სურდა გამარჯვება და საკუთარი ქარიზმის დახმარებით მთელ გუნდს იგივე სურვილს სძენდა . პელესაც არ დავივიწყებ , ეხლა კი მესია ის მოთამაშე , რომელიც ორივეს გზას ერთდროულად მიუყვება ” .
გჯერათ პოგბასი ?
” რა უნდა ითქვას აქ ? ასაკი პრობლემა ნამდვილად არ არის . ბევრი იძახის , რომ თითქოს ახალგაზრდა მოთამაშეებს არ ენდობიან სერია ა-ში , მაგრამ გაიხსენეთ ჩემი კარიერა , 16 წლის ვიყავი როდესაც სერია ა-ს ოფიციალურ მატჩში მივიღე მონაწილეობა . უკვე ამ ასაკში , მწვრთნელი ხედავს თუ რა დადგება მოთამაშისგან . პოლს რომ გამორჩეული მახასიათებლები აქვს ეს ფაქტია , ეს ყოველივე განსაკუთრებულს ხდის მას და ჩემი ამოცანაა მისგან დიდი მოთამაშე დავაყენო . თავისუფლად შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს . თუმცა პრესა და ტელევიზია მისი ასაკის გათვალისწინებით ერთი მატჩის გამო გმირად რაცხავს , ხოლო შემდგომ არაფრის მომცემ მოთამაშედ ” .
რა უფრო სასიამოვნოა მოგებული სკუდეტო , თუ დაუმარცხებელ მწვრთნელად ყოფნა ?
” ვფიქრობ , ” იუვენტუსსთან ” ერთად ნებისმიერი გამარჯვება სპეციფიური გემოსია და არომატულია ამავდროულად . მწვრთნელის ამპლუაში ეს სკუდეტო პირველია და ნამდვილად სპეციფიურია , ის არ ჰგავს იმ პერიოდს როდესაც ფეხბურთელი ვიყავი , რადგან აცნობიერებ , რომ ეს ჯილდო შენი პირადი , გუნდის და ხელმძღვანელობის გარჯის შედეგია . სიმართლე გითხრათ ჯერაც ვერ ვიჯერებ და თავი სიზმარში მგონია . თუმცა სიზმარი ცხადი გახდა იმ შრომის საფუძველზე რაც გავწიეთ . პირველ რიგში ეს ფეხბურთელების წარმატებაა ” .
რას იტყვით დანიელებზე , ძალზედ გაურთულეს ” იუვენტუსს ” ჩემპიონთა ლიგის გზა ?
” წარსულში ყურებას არ ვცდილობ , მხოლოდ წინ სადაც ლაციოა . ისე კი მათთან ფრედ დასრულებული მატჩი საწყენია რა თქმა უნდა . ვიღაც კრიტიკოსები მიიჩნევენ , რომ საკუთარი ძალით ისინი სერია ც-ს გუნდს ჰგვანან რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები . შეხედეთ მათ ასპარეზობას ჩელსისთან და შახტართან , ისინი იმსახურებდნენ ამ ტურნირზე გამოსვლას “ .
როგორ აპირებთ ასამოას შეცვლას , როდესაც იგი აფრიკის თასსზე გაემგზავრება სათამაშოდ ?
” ამაზე უშუალოდ იანვარში ვიფიქრებთ , როდესაც კონკრეტული საქმის წინაშე წარსვდგებით და გუნდის ერთ ერთი საკვანძო ფიგურა , რომელმაც წლევანდელ სეზონში დიდი სამუშაო გასწია , აფრიკაში გაემგზავრება . გვყავს არა ჩვეულებრივი ფეხბურთელები , დე ჩელიე თუნდაც , რომელმაც სერიოზული ოპერაცია გადაიტანა სეზონის სტარტზე მუხლის არეში . გვყავს ჯიაკერინი , ნამდვილი უნივერსალი . ამასთანავე სამ თვიანი ბიულეტინის შემდგომ სიმონე პეპე გვიბრუნდება . გვყავს ისეთი კარგი ბიჭი როგორიც პადოინია , რომელსაც თანაბრად კარგად შეუძლია თამაში როგორც მარცხნივ ასევე მარჯვნივ . რესურსი გვაქვს და გამოვიყენებთ იმას , რომელიც უკეთეს კონდიციებში იქნება კონკრეტულ ეპიზოდში . მჯერა ამ ბიჭების და ამ გუნდის ” .
გაკლიათ სათადარიგოთა სკამი ?
” ტელევიზორში იუვენტუსის თამაშის ყურების დროს , მე იქ ვიმყოფები . ხშირად ვიწყებ ხოლმე კამათს და უმეტესწილად ჩვენივე თანამშრომლებთან . რა თქმა უნდა მაკლია კონტაქტი ფეხბურთელებთან , გულშემატკივრებთან და მსაჯებთან . ეს ნამდვილად მაკლია . რთულია სიტუაციაზე ზემოქმედება როდესაც იქ არ იმყოფები , თუმცა გამიმართლა რომ სამწვრთნელო შტაბში არიან ისეთი ადამიანები როგორებიც კარერა , ალესიო და ფილიპი .
მოპოვებული სკუდეტოს შემდეგ რა უთხარით ფეხბურთელებს ?
” სიმართლე გითხრათ დროც არ ყოფილა რაიმე მეთქვა , რადგან ყველა ყველას ეხუტებოდა და ულოცავდა რადგან გვესმოდა თუ რა მძიმე ფასად დაგვიჯდა ჯილდო . ცრემლები , ოფლისღვრა , სურვილი , ბედნიერება და ბრაზი – ამ ფაქტორებმა განაპირობა წარმატება . ეს ის მომენტებია , რის განმეორებასაც წლევანდელ სეზონში შევეცდებით . ვიცით , რომ ადვილი არ იქნება მაგრამ მოდით კი არ ვისაუბროთ მათზე , არამედ ვუყუროთ ” .
” გისურვებთ ყველას წარმატებულ დღეს . მინდა ყველას ვინც დაკავშირებულია იუვენტუსსთან მივესალმო . მინდა უამრავი კითხვისთვის რომელიც დამისვით მადლობა გადაგიხადოთ , ისინი ამ წამსაც მოდიან . ეს ჩემი პირველი კონტაქტია სოც ქსელთან და მადლობა პროექტს ” ვისაუბროთ კონტესთან ” . მახარებს ის ფაქტი , თუ რა განცდებით იყო დასმული კითხვები და ამასთანავე სასიხარულოა ის გარემოება , რომ კითხვების 70 % საზღვარგარეთიდან იყო დასმული . მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმოთ და მადლობა გადაგიხადოთ საინტერესო შეკითხვებისთვის ” .
http://forzajuve.ge/?p=36750&cpage=1#comments