Augusto Pinochetthttp://fanebi.com/santegidiese-calcio-1948...ilettantistica/ჰა ძმა

Santegidiese Calcio 1948 Società Sportiva Dilettantistica – ეს გახლავთ იმ გუნდის სრული დასახელება,რომელსაც დღეს იტალიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კლუბი,დედაქალაქური “რომა” დღეს-დღეისობით არაფრით არ აღემატება.
მას შემდეგ,რაც იტალიური ფეხბურთის წარმოადგენელმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე,ორმატჩიან ჯახში 6 გოლი!!! გაუშვა საკუთარ კარში,ყველას სტატიის სათაურში დასახელებული გუნდი გაახსენდა,ფაქტობრივად ერთნაირი ლოგო,ფორმა… განსხვავება მხოლოდ იმაშია,რომ “რომა” Seria A-ს პარალელურად მიმდინარე სეზონში,უეფა ჩემპიონთა ლიგაზეც ასპარეზობდა, 1948 წელს დაარსებული გუნდი კი – იტალიის Serie D-ს Girone F-ში ასპარეზობს.
ისმის კითხვა – რითი აღემატება დღევანდელი “რომა” ხსენებულ კლუბს,ნუთუ Serie D-ს ბინადრები ვერ გაუშვებდნენ 6 გოლს და ვერ გამოვარდებოდნენ გათამაშებიდან? თუმცა აქ საქმე სხვა რამეშია,”რომა” ხომ ელიტარულ დივიზიონში თამაშობს და პრესტიჟული ფეხბურთის მქადაგებელია… რომელსაც “მეშახტეები” უგებენ და თანაც ისე,რომ მთელი ევროპის წინაშე საქმეს სამარცხვინოდ უხდიან.
გასაგებია,რომ გუნდმა გაუშვას ერთი,ორი,სამი,ოთხი…. კაი ხუთი გოლიც… მაგრამ ექვსი?! ეს უკვე სირცხვილია და ეს უკვე კრიზისია… რატომ გამოდიან იტალიური გუნდები ცუდად? აპ,აპ,აპ… ნუ იქცევით ახლა ქადაგად… და ნუ იტყით,რომ იტალია “კალჩოპოლიმ” დაღუპა,არ დაგიჯერებთ ამას უკვე აღარავინ… მიზეზი სხვა რამეში უნდა ეძიონ,პირველ რიგში კი მათი წარუმატებლობის მიზეზი, მათსავე ტრადიციების სიკვდილში – “კატენაჩოს” გარდაცვალებაში უნდა დაინახონ.რომელი იტალიური გუნდი თამაშობს დღეს წმინდა იტალიურ ფეხბურთს??? “სამპდორია”? – რომელიც ჯერ კიდევ შესარჩევზე დაიფრინა გერმანულმა “ვერდერმა”? “მილანი”? – რომელიც “დეზებისაგან” განადგურებული ბრუნდება შინ?,”ინტერი”? – რომელიც დღე-დღეზე დაეცემა ალიანს არენაზე? თუ დედაქალაქური “რომა”? – რომელმაც “შახტაში” სიკვდილი ამჯობინა?
დღეს იტალიური ფეხბურთი მკვდარია,დღეს “შავი” იტალიელები დარბიან ერთ დროს სიმპათიური ბიჭუნების ნაცვლად მოედანზე.დღეს “რომა” Serie D-შია.