Pinturicch10selected by FIFA's Technical Study Group
ძალიან მაგრად ითამაშა ტოტიმ 2006–ის მსოფლიოზე კანავაროსთან და პირლოსთან ერთად საუკეთესო იყო. მიუხედავად იმისა რომ შეტევებს პირლო იწყებდა, ყველა შეტევა ტოტიზე გადიოდა. ძალიან მაგარ ფორმაში იყო, როცა დაიმტვრა დაფრინავდა და წესით უნდა გამოეტოვებინა დაბრუნდა ზედ ტურნირის წინ. ყველაზე მეტად იმით ვაფასებ, რომ სანამ დაიმტვრეოდა, რო ფრინავდა იმისგან განსხვავებული ტიპი გაიჩითა მსოფლიოზე, ნაკლებს იღებდა თავის თავზე, მაგრამ ძალიან ბევრს შრომობდა, იყო ყველგან სადაც საჭირო იყო და პასის სიზუსტე ქონდა იდეალური, ძალიან მაგრად ანაწილებდა ბურთს...
სიმართლე თუ გაინტერესებს, არც ერთ დიდ ტურნირზე არც ერთ შეხვედრაში დელ პიეროს ისე არ უთამაშია, როგორც ტოტიმ ითამაშა ნებისმიერი თამაში 2006–ში...
შეიძლება ეხლა იცინოთ აქ იუვეს ბალელშიკებმა (და ეჭვიც არ მეპარება რომ ბევრს იცინებთ), მაგრამ დელ პიეროს ყოველთვის ქონდა ლიდერობის შიში და კომპლექსი. არასდროს არ იყო თავზეხელაღებული ტიპი. აიღე იუვე ყოველთვის ზიზუ უფრო მეტს იღებდა თავის თავზე და უფრო მეტს რისკავდა, მიყავდა თამაში ვიდრე დელ პიერო. ზიზუს მერე ნედვედი იყო ასეთი, მთავარი მატორი ასე ვთქვათ, დელ პიერო ასეთი არასდროს ყოფილა, იმიტომ რომ ქონდა ამის კომპლექსი, მე თუ მკითხავ სრულიად უსაფუძლო, იმიტომ რომ მას ქონდა ამის მონაცემები, თუმცა ვერასდროს გაბედა, ნედვედის მერე უკვე იყო სერია B.
ზუსტად ის რასაც ახლა ვწერ გახდა იმის მიზეზი, რომ ზიზუმაც და ნედვედმაც მოიგეს ოქროს ბურთი, ხოლო დელ პიერო 5-ეულშიც არ შესულა არასდროს, არც ფიფას და არც Fრანს Fუტბოლის ვერსიებში...
ხასიათიდან გამომდინარე ტოტის უფრო მეტად შეეძლო გარისკვა და თავის თავზე აღება. ნამდვილი ლიდერის, მატორი თვისებები ქონდა. შესაძლოა ეს იმანაც განაპირობა, რომ მას პარტნიორებდა არ ყავდა ისეთი სტარები როგორიც იუვეში იყვნენ, მაგრამ მაინც უფრო ხასიათის დამსახურება მგონია ვიდრე ამ მიზეზის. ამიტომაც დელ პიერომ ვერაფერი ღირებული ვერ შექმნა მან ნაკრებისთვის იმის ფონზე რა დონის მოთამაშეც იყო.
მისი მონაგარი დიდ ტურნირებზე შეიძლება აკმაყოფილებდეს მხოლოდ ანტონიო დი ნატალეს დონის მოთამაშეებს და არა უმეტეს. დელ პიერო ბევრად დიდი გაქანების მოთამაშე იყო ვიდრე გოლი მექსიკასთან ჯგუფში და გერმანიასთან 122 წუთზე.
ბაჯო შეგნებულად არ ვახსენე ამ ყველაფერში, ამიტომაც ჩემთვის სრულიად გაუგებარია რატო დაწერა რომელღაცამ ბაჯო/დელ პიეროს კალიბრის არააო კასანოზე. კი ბატონო არც ერთის კალიბრის არაა კასანო ჩემი აზრით, თუმცა არც დელ პიეროა ბაჯოს კალიბრის მით უმეტეს ნაკრებისთვის გაწეული ჯაფისთვის მათი შედარება დანაშაულადაც მიმაჩნია და სინდის ნამუსზე ხელის აღებად
I have a dream that one day this nation will rise up and live out the true meaning of its creed: "We hold these truths to be self-evident, that all men are created equal."