კიდე ერთხელ გილოცავთ, კარგი მატჩი იყო, შანსები ბოლომდე რომ გამოგვეყენებინა 3 გოლის გატანაც შეიძლებოდა. ლამელას ზოგიერთ მომენტში გამოცდილება დააკლდა, მაგრამ ეგ არაფერი.
ტაქტიკა გადასარევი იყო, ბიჭებმაც დაამტკიცეს რომ დაცვა შეუძლიათ, მაშინ უბრალოდ ზემანის ტაქტიკის გამო იყვნენ დირკებივით.
წელს მგონი პირველად ხდება რომ ყველა დიდ გუნდს ვუგებთ

ინტერს ხო მოვუგეთ(თან ორჯერ), მილანს მოვუგეთ, ფიორეს მოვუგეთ, იუვეს.
ეხლა ლაციო და ნაპოლი დაგვრჩა და ეგაა

ამ პატარა გუნდებთანაც რომ ვისწავლოთ 3 ქულების აღება სტაბილურად, ფაქტიურად საჩემპიონო გუნდი იქნება, ყველაზე მთავარი გრანდებთან მოგებაა და მაგას ვახერხებთ, აი სამპდორიის ნაირ გუნდებს კიდე ვერაფერს ვუხერხებთ.
არადა იუვე პირველზეა და ყველა დიდ გუნდთან ქულები დაკარგა მგონი. მილანმა და ინტერმა მოუგო, ლაციომ ფრე ეთამაშა, ფიორემაც ფრე.
გამოდის რომ ზუსტად იმ პატარა გუნდებთან მოგებით ხდება გუნდი ჩემპიონი