50წლამდე უნდა ვითამაშოო კაცმა თქვა და

არა მინიმუმ 40 წლამდე ითამაშებს ასე მგონია მაგრად უნდა ბომბარდირობა
36 წლის ლეგენდარულმა იტალიელმა მოთამაშემ, ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ ის აპირებს "რომას" ახალ სტადიონზე შეაგდოს გოლი. რომაელები კი ახალი სტადიონის აშენებას 2016 წელს მორჩებიან და ტოტის თქმით, მას შეუძლია, რომ 50 წლამდეც ითამაშოს ფეხბურთი.
"კლუბის პრეზიდენტს დიდი იმედი აქვს, რომ მე "რომას" ახალ სტადიონზე აუცილებლად შევაგდებ გოლს, მიუხედავად იმისა, რომ სტადიონი 4 წელიწადში აშენდება." - აცხადებს ტოტი.
ამის მერე იტალიელმა ჟურნალისტებმა ტოტის კითხეს შეუძლია თუ არა მას, რომ 50 წლის ასაკში ითამაშოს ფეხბურთი, ფრანჩესკომ კი უპასუხა: "ეს ძალიან რთული გასაკეთებელი იქნება, მაგრამ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია, ასე რომ მემგონი შემწევს იმის უნარი, რომ 50 წლამდე ვითამაშო ფეხბურთი."