მე ჩემებური შეხედულება მაქვს ტრანსფერებზე
ნანი გავუშვათ პორტუში და ჯეიმს როდრიგესს გავუცვალოთ, თუ საჭირო გახდა დამატება თანხის დაამატებენ და ეგაა.
ანდა სულ ნუ გაუშვებენ პორტუში, სადაც უნდა წავიდეს, პროსტა როდრიგესი არ გამაზონ. 7 თამაშია ჩვენი სკაუტები აკვირდებიან თურმე ამ სეზონში როდრიგესს.
იქნებ მეორე რონალდო იზრდება ეგეც, ვიდეოები ვნახე 1-2 დღის წინ და ძაან გიჟი ვინმეა. მოკლედ არ გამაზონ.
ხო ეს მარცხენა ვინგერის პრობლემა მოგვარდება, მაგრამ ზაფხულში ზამთარში ვერა.
ვანიამა/სტროოტმანის დადება გუნდისთვის N1 ამოცანა უნდა იყოს, რადგან ჩამშლელის ადგილას მაგრად ერხევა გუნდს კერიკის გარდა არავინაა, + სწორად აღინიშნა, რომ ერთ თამაშში ხან როი კინია, ხანდახან კიდევ უბნის მოთამაშესავით თამაშობს.
ეს ჩამშლელი მოგვარდება, მაგრამ ესეც ზაფხულში მგონია.
და ცენტრალური მცველი, რომელიც ასევე ზაფხულში უნდა დაიდოს, თუ ვინმე სერიოზულზე დავიწყებთ ჩალიჩს.
თუ არადა აქვეა შოუკროსი, 1 იანვარს დაუძახებენ და ეგრევე ჩვენი გახდება, რაც მე მინდა

მოკლედ 2013-2014 წლის სეზონს გუნდი უნდა შეხვდეს 1 ახალი ჩამშლელით, 1 მარცხენა ვინგერით და 1 ცენტრალური მცველით. ჭორები იძლევა იმის საფუძველს რომ ვივარაუდოთ, რომ აქტიურად აკვირდება მანჩესტერი ხალხს.
ასევე არამგონია, მაგრამ მე მინდა რომ კიდევ დაჩალიჩდნენ მარცხენა მცველზე. ბიუტნერი არ დამევასა მაგრად. საბედნიეროდ ევრა წელს კარგად თამაშობს, მაგრამ 31 წლისაა და რათქმაუნდა სასწრაფოდ საჭიროა მისი შემცვლელი.
სნეიდერზე რავი რა ვთქვა, ძალიან მინდოდა ადრე, ეხლა უკვე ისე არა. ფლეიმეიქერად მაგის მოყვანა არ მინდა, ეგ კი არა კაგავა ვერ ხვდება ხანდახან ძირითადში, რადგან რუნი თამაშობს AMF-ზე და ამას რა უნდა მაგ პოზიციაზე.
სქოულზის ადგილას თუ გამოვა კი ბატონო.
მარა რავი, არამგონია ეგ გაიჩარხოს.
მოთრეულიყო 2 წლის წინ და შარშან არ ჩაიჯვავდა გუნდი ასე, პლ-ს დავდებდით.
გიგზი წავა, რიჟაც ალბათ წავა, ფლეტჩერის დიდი ფეხბურთი დამთავრდა.
მომავალ წელს ალბათ 3 ნახევარმცველი დაგვაკლდება.
ეგ მიოლდეს მცველი ვარგა? თუ არც არავინ უყურებთ ალბათ ტიპელიგას....
ვინმე საშუალოზე დაბალი დონე არ მოიყვანონ ეხლა.