ვაა მაშინ უნდა დავდოთ უეჭველი. სოლდადოს სხვა ყველაფერთან ერთად მომენტიც უნდა შეუქმნა რომ გაიტანოს, თვითონ ვერ ჩალიჩობს. ვილიას მოტყუებაც შეუძლია, მომენტის შექმნაც და ა.შ.
მესები ჩვენ არ გვყავს და უფრო ვილიას სტილის სტრაიკერები გვჭირდება IMO რომლებიც თვითონაც იჩალიჩებენ და მარტო ბურთის ლოდინში არ იქნებიან
მაგრამ მარტო ვილა ხომ ვერ გვიშველის. ნაგვისგანაც გასაწმენდია გუნდი. მერამდენედ უნდა გამოავლინოს ჟონასმა რომ უდიდესი ღლეა გუნდში იმისათვის რომ მიხვდეს რომელიმე მწვრთნელი - მაგის მოედანზე ყოფნა არ შეიძლება.
+ მაგას გაგო ხომ გავუშვით სადღაც ნახუი, პარეხოც მისაყოლებელია ზედ.
დაცვაში კოშტას იმედზეც ჩემი მტერი იყოს.
ჟოაო კარგი ბიჭია ძალიან, რამი და სისოკო სტაბილურად თუ ითამაშებენ, მონაცემები კი აქვთ.
ცენტრში საყრდენიც გვინდა აუცილებლად. ტინოს ერთი მარცხენა აქვს ისიც მიზანში თუ წაუვიდა, დალშე კლასის ნაკლებობა აქვს აშკარად. ღლეობებს აკეთებს ხშირად ძალიან.
ბერნატიც უნდა ამოვწიოთ აუცილებლად, მორბენალ სტრიქონას არ უნდა გადავაყოლოთ ეგ ბიჭი. ძალიან მონდომებულია, ტექნიკაც აქვს, კლასიც და თუ მაინცდამაინც ფეგულის ვერ ველევით, ორივე ერთად მაინც ვათამაშოთ ხოლმე, პარეხოს და ჟონასს როგორ არ სჯობს ან ერთი ან მეორე ბლიად.
თავდასხმაშიც ვილია + ასპასი თუ იყიდეს და კარგი გამოდგა მართლა ხომ კარგი, თუმცა ეგეც 50/50-ზე როგორ გაქაჩავს ვალენსიაში ასპასი. სოლდადო ნახუი სკამზე რომ ცოტა აზრზე მოვიდეს. ერთი გოლის გატანა ევალება და იმაზეც ხასიათები უნდა ურჩიო. ან იქნებ ვილია თუ მოვიდა მერე ცოტა გაანძრიოს ერთი ადგილი.
როცა გვიჭირს ბოლო წუთებზე გოლის გატანის ოსტატი კი გვყავს ვალდესის სახით

მეოთხე თუ მეხუთე თამაში გადაარჩინა სელტას ჩათვლით არა?

ოღონდ ეგ უნდა შემოუშვა 85-ე წუთზე, ძირითადში თუ თამაშობს ვერ იტანს.
მოკლედ, 1 და 2 მილიონიანი ფეხბურთელებით ნათელია რომ პრიმერაშიც კი მესამე ადგილიც კი გვიჭირს, კლასის მქონე ხალხი გვჭირდება აუცილებლად. ჟონასებით სეგუნდას ჩემპიონებიც კი ვერ გავხდებით მართლა.
P.S. ისე გუშინ იბრაგიმოვიჩზე ვიკაიფე მაგრად. ტიპი იმენა ექსტაზში შედის და სასტვენის ხმა აღარ ესმის. გაგდების მომენტამდეც იყო 1-2 მომენტი რომ გააგრძელა თავისთვის და ვერ გაიგო სასტვენი. ბოლოშიც დაიფინა ბავშვებივით ჯერ ერთი და სასტვენი იქაც არ გაუგია გუარდადოს რომ მისდგა
This post has been edited by Power_VANO on 13 Feb 2013, 12:46