მანჩინი ფალკაოს წარმომადგენლებს შეხვდა
11.11.2012 12:21
ინგლისის ჩემპიონ “მანჩესტერ სიტის” იტალიელი მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი, უკვე დიდი ხანია მადრიდის “ატლეტიკოს” კოლუმბიელ ფორვარდ რადამელ ფალკაოს შეძენას ცდილობს და ამისათვის ძალისხმევას არ იშურებს.
The Telegraph-ის ცნობით, 47 წლის სპეციალისტი თავად ჩავიდა მადრიდში, რათა ფეხბურთელის აგენტ ჟორჟე მენდეშს პირადად გასაუბრებოდა.
ვარაუდობენ, რომ 26 წლის კოლუმბიელი “ატლეტიკოს” მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. მისი შეძენის მთავარი პრეტნდენტები “მანჩესტერ სიტი”, ლონდონის “ჩელსი” და მადრიდის “რეალი” არიან, თუმცა, ამ სამეულში “ქალაქელები” ლიდერობენ. ფალკაოს სურს, რომ ანაზღაურების სახით წელიწადში 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მანჩესტერელებს მისი შეძენა ხელფასიანად 85 მილიონი დაუჯდებათ.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=44721&lang=1“არსენალმა” კავანისთვის 30 მილიონი გაამზადა
11.11.2012 11:31
ედინსონ კავანი შეიძლება არსენალელი გახდეს
ლონდონის “არსენალის” მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს “ნაპოლის” ფორვარდის, ედინსონ კავანის შეძენა სურს. “მეთოფეები” მზად არიან, იტალიურ კლუბს 25 წლის ურუგვაელი ლეგიონერის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაუხადონ.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ვენგერი ზამთრის სატრანსფერო სეზონზე შემადგენლობის საგრძნობლად გაძლიერებას გეგმავს. ამჟამად კი “არსენალის” ანგარიშზე პრემიერლიგური 11 ტურის შემდეგ მხოლოდ 16 ქულაა.
ედინსონ კავანი მოქმედი კონტრაქტის თანახმად “ნაპოლის” 2017 წლის 30 ივნისამდე ეკუთვნის.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=44715&lang=1ვაახ, ვინმე წესიერი დონის ფორვადრი გვინდა რა.
ბენზემასაც და იგუაინსაც დროებითი გაბრწყინებები აქვთ, 2 თამაშს კარგად ითამაშებენ, გგქონია ვსო ჩადგნენ ფორმაშიო, მესამეს ისევ ჩააგდებენ.
იმენა 9იანი გვინდა რა,
იბრა მაინც დაითრიონ მაგის დედაც.
ნეიმარი დაბევებული არის