ესე იგი რა ხდება ახლა...
ძლივს მოვიცალე დასაპოსტად, ხანდახან კარგი ყოფილა 39 სიცხე

შემოვდივარ წინადადებით ისევ ვიაქტიუროთ და ბევრი ვპოსტოთ

მომენატრეთ სასტავ

წაკითხვას ვახერხებდი ხოლმე და ჩემი არ იყოს დათო და სნუკერა სულ დაკარგულან

ხოო ახლა რაც შეეხება ჩვენს უღიმღამო სეზონს, როგორც გინდა შეხედე ჩავისვარეეეეეეთ

წლევანდელი მიზნებიდან მეორე ადგილზე გავლა დაგვრჩა. დიდად არ მჯერა თასის მოგების და პლ-ს რაც შეეხება ლიგიდან გამოვარდნილი მუ შანსი არ არის ჩემპიონი არ გახდეს.
სეზონის ბოლოს კაშნეს აუცილებლად უნდა დავემშვიდობოთ და კიდევ მინიმუმ 4 ფეხბურთელს. მათ შორის: სამირ ნასრის (არადა რამდენი შეუძლია ამ დედა#####ულს და არ ინძრევა), სკოტ სინქლერი, მაიკონი (სამწუხაროდ ძალიან დაბერდა დუგლასა თორემ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარელესი ფეხბურთელი იყო და არა მგონია პლ-ს ტემპში გამოგვადგეს) და გარეთ ბერის ბევრი შრომის მიუხედავად ბერი არ არის ის კაცი იაია-ს ღირსეული პარტნიორობა გაუწიოს.
ძალიან უკმაყოფილო ვარ შეტევით ჯეკოს გარდა. არ აქვს ამ კაცს ფერსთ თაჩი და სისწრაფე მაგრამ რაც აქვს გადასარევად იყენებს. ედინა ბუნდესში დაბრუნდება. აგუერო- ტევესმა ცოტა ტრაკი უნდა გაანძრიონ.
ფალკაო-კავანიდან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა მოვიდეს. მე პირადად კოლუმბიელი მირჩევნია, მაგრამ სავარაუდოდ ეგ მადრიდშივე დარჩება. კავანის ყიდვაში ჩვენ და ჩელსი დავცხებთ ალბათ.
ამ სეზონში ორი კაცია რომელიც საკუთარ მაქსიმუმს და კიდევ მეტს აჩვენებს და ძვლებს დებს მოედანზე, მეტი ფიზიკურად არ შეუძლიათ საკუთარი გაქანებიდან და ნიჭიდან გამომდინარე: პაბლო ზაბალეტა და ჯეიმს მილნერი.
ტრანსფერებიდან კი ნასტასიჩმა დაგლიჯა! ძალიან მაგარი ვინმე დადგება!
3 პოზიციის გაძლიერება გვინდა მინიმუმ: იაიას მეწყვილე, ვინგერი ( ტემპის მომატება ძალიან გვიჭირს) და ტოპ ფორვარდი.