ვინც ხმა მისცა იმათგან 74.3 % ალბათ არც დაფიქრებულა ფანების ობიექტურობა / არაობიექტურობაზე.
უბრალოდ იმ კლუბს მისცეს ხმა, რომელიც ეზიზღებათ.
ეზიზღებათ იმიტომ, რომ ეშინიათ.
როგორც მაგალითად ბარსაზე იყო გადამტერებული მთელი მსოფლიო, იგივე იწყება ჩვენზეც

ხმამაღლა არ აცხადებენ, თორემ ყველამ კარგად იცის, რომ პირლო - ვიდალი - მარკიზიო, ყველა დროის საუკეთესო ტრიოა

რომ ბარძალი - ბონუჩი - კიელინიმ დაცვაში თამაში ხელოვნების დონეზე აიყვანეს.
რომ ჯანლუიჯი ბუფონს შეუძლია მარჯვნივ გადახტეს და მისგან მარცხნივ დარტყმული ბურთი მზერით აიღოს.
ასევე ყველამ კარგად იცის მატრის ფენომენი.
მაგალითად ყომარბაზები არაპროფესიონალს რომ დაიჭერენ, ისე ეთამაშებიან ერთ ხელს, მოაგებინებენ, მერე სახლ-კარზე ეთამაშებიან და მოუგებენ.
იგივეა მატრიც, ის უბრალოდ ძალით არ იტანს ჯგუფურ ეტაპზე, თორემ პლეი-ოფიდან ნებისმიერი დაცვის და მეტოქის დედის მუტ/ლის გარღვევა შეეძლება.
პოგბა? - ის გაცილებით მეტია ვიდრე ვიეირა და მაკელელე.
პოგბამ ოვერატის სადაც გინდა და როცა გინდა ერთი-ერთში დაგიჯდებიო.
პოგბამ ნეტცერი შავ დიშლაზე დაიხვია.
ის ნამდვილი ბრძენია, და ვინაიდან ხალხს ამის არ სჯერა, აპირებს რომ წვერი მოუშვას და დაკოჭლდეს.
ჯაკერინი, ეს არის ნამდვილი იტალიელი გეპარდი, რომელსაც შეუძლია ფლანგზე გარღვევა გააკეთოს და მეტოქის კონტრშეტევის შემთხვევაში, ყველაზე წინ მყოფ თავდამსხმელს დაცვაში დახვდეს.
ვუჩინიჩი - ფეხბურთელი, რომელსაც ნუ გააქცევ, ოღონდ ნუ გააქცევ და ადგილზე 5 კაცს მოგიტყუებს.
ეს არის ჩვენი ფილოსოფია, ნაკლები ენერგიის ხარჯვა - მეტი შედეგი

და ბოლოს კონტე, ნამდვილი გენია, მამა-მარჩენალი, ღმერთი.
კონტეს დიდება - ჩვენ მშვიდობა !!
ეს არის და ეს, თორემ ჩვენ, იუვეს ფანებს, არაფერი გვეტყობა სექტანტობის, არაობიექტურობის და ფანატიზმის
კონტე აკბაააარ!!
This post has been edited by Manuelo Costa on 14 Nov 2012, 17:47
"Маевский застрелился в поезде, и отчаяние его было так велико, что он умер раньше своего выстрела".