დღის მთავარი დაპირისპირება გაიმართება თურქეთში, სადაც ერთმანეთის პირისპირ ადგილობრივი ‘ფენერბაჰჩე’ და ლონდონის ‘არსენალი’ წარსდგებიან.
ახალი სეზონიდან ‘ფენერბახჩე’-ს ახალი მთვარი მწვრთნელი ჰყავს და ეს ერსუნ იანალი გახლავთ. განსხვავებით აიკუტ კოჩამანისგან, რომლის ‘ფენერბახჩე’-ში მოღვაწეობა წარსულს ჩაბარდა, იანალი შემტევ ფეხბურთზე აკეთებს აქცენტს და ამით ძალიან ახარებს კლუბის ხელმძღვანელობას. თუმცაღა, უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო 3 ოფიციალურ შეხვედრაში იანალის გუნდის კარს 70-ზე მეტ ჯერ დაემუქრნენ. ეს ციფრი ძალიან დიდია და თუ ახალმა მწვრთნელმა თვდასხმის პრობლემა მოაგვარა, მას დაცვაში თამაშის გამოსწორებაზე მოუწევს ფიქრი. სამიოდე დღის წინ, თურქეთის სუპერლიგის პირველ ტურში ‘ფენერბახჩე’-მ სტუმრად ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერთან ‘კონიასპორ’-თან 3:2 მარცხი განიცადა. აღნიშნულ შეხვედრაში მასპინძლები დომინირებდნენ და 16 ჯერ დაემუქრნენ მეტოქის კარს. ერთი სიტყვით, მიუხედავად ‘ფენერბახჩე’-ს ძლიერი შემტევი ხაზისა, მათ დაცვაში სერიოზული პრობლემებია. ცხადია, რომ თურქებისთვის ეს მთლად სასიამოვნო ამბავი არ უნდა იყოს.
ერთი შეხედვით, დღევანდელ შეხვედრას ‘ფენერბახჩე’ საკადრო პრობლემების გარეშე ხვდება თუ არ ჩავთვლით გოხან გიონულის ტრავმას, რომელსაც მარჯვენა მცველის ამპლუაში ვხედავთ ხოლმე. გიონულის შეცვლა არც თუ ისე იოლია, რამეთუ მის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელი კლუბში ნაკლებად მოიძებნება. დიდი ალბათობაა,რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გოხანის ადგილს ამპლუით მარჯვენა ნახევარმცველი – თოფუზი დაიკავებს.
საზაფხულო ტრანსფერებში კლუბის მესვეურებს თანხა ნამდვილად არ დაუზოგავთ. მიუხედავად იმისა, რომ გუნდიდან წავიდა 2012 წლის საუკეთესო გოლის ავტორი მიროსლავ სტოკი (‘პაოკ’-ში) კლუბში მოვიდნენ ისეთი ფეხბურთელები,როგორებიც არიან : მიქალ კადლეცი (‘ლევერკუზენი’), ბრუნო ალვეში (‘ზენიტი’) და ემანუელ ემენიკე (მოსკოვის ‘სპარტაკი’). რა თქმა უნდა, რომ ეს სამი ფეხბურთელი საგრძნობლად გააძლიერებს გუნდის ასპარეზობას, მაგრამ რამდენად საკმარისია ეს ცვლილებები იმისთვის, რომ ‘ფენერბახჩე’-მ მოახერხოს ლონდონის ‘არსენალი’-ს ეტაპის გადალახვა?!
‘ფენერბახჩე’-ს მსგავსად ბევრისთვის მოულოდნელად თავის პირველი პრემიერ ლიგის შეხვედრა დათმო ‘არსენალ’-მაც. შეიძლება ‘არსენალ’-ის მარცხი უფრო მოულოდნელიც ყოფილიყო იმ მხრივ, რომ არსენ ვენგერის შეგირდებმა აღნიშნული მარცხი ‘ასტონ ვილა’-სთან შინაურ კედლებში განიცადეს. თუ გადავხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს მივხდებით იმას, რომ არც ‘არსენალ’-ს და არც მის მეტოქეს ჰქონდა სერიოზული უპირატესობა. ეს პირველ რიგში ლონდონელებისთვის უნდა იყოს ამაღელვებელი, რამეთუ ‘ასტონ ვილა’-სთან მატჩში მათ უფრო კარგი თამაშის ჩვენება მოეთხოვებათ. ამისდა მიუხედავად, რთულია იმის წარმოდგენა, რომ არსენ ვენგერის აუხდენელი ოცნების (ჩემპიონთა ლიგის მოგება) თეორიული შანსიც გაქრეს. შეგახსნებთ, რომ ბოლო 13 წელია ‘არსენალი’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გადის; მეტიც, ‘მეთოფეები’ ყოველთვის გადიან ლიგის პლეი-ოფის რაუნდში.
მიუხედავად იმისა, რომ პრესა აჭრელებული იყო ‘არსენალი’-ს მხრიდან მოსალოდნელ აქტიურობას სატრანფერო ბაზარზე – მსგავსი არაფერი ხდება. ტრადიციულად, გუნდიდან უფრო მეტი ფეხბურთელი წავიდა ვიდრე მოვიდა. მარუან შამახი (‘კრისტალ პალასი’), ველინგტონი (‘მურსია’), ჟერვინიო (‘რომა’), სკილაჩი (‘ბასტია’), კოქელინი (ფრაიბურგი) და ა.შ.. გუნდში დაბრუნდა ცენტრ-ფორვარდი ნიკლას ბენდტნერი. ფრანგული ‘ოსერი’-დან გადმოვიდა იაია სანოგო, რომელიც ბენდტნერის მსგავსად თავდამსხმელია.
გადავხედოთ ‘არსენალი’-ს ამ მატჩისთვის საკადრო პრობლემებს. გუნდს სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ დაეხმარებიან ალექს ოქსლად-ჩემბერლენი, მიკელ არტეტა, აბუ დიაბი და ტომას ვერმაელენი. კარგი ამბავი გახლავთ ის, რომ ეჭვგარეშეა ბაკარი სანიას, კირან გიბსის, აარონ რამსის, ჯეკ ვილშერისა და ტომას როსიცკის თამაში.
უეფა-ს ეგიდით ჩატარებულ 58 მატჩიდან ინგლისურ-თურქეულ დაპირისპირების სტატისტიკური მაჩვენებელი ასეთია: 29 ჯერ მოიგეს ინგლისელებმა, 15 მატჩი მორჩა ფრედ, ხოლო 14 მატჩი თურქული კლუბების სასარგებლოდ დასრულდა. ‘ფენერბახჩე’-სა და ‘არსენალი’-ს 4 დაპირისპირება მოიძებნება. პირველად ეს ორი გუნდი 1978/79 წლის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გადაეყარნენ ერთმანეთს და თუ ლონდშონში ‘მეთოფეებმა’ 2:0 იმარჯვეს, სტამბულში შეხვედრა გოლების გარეშე დასრულდა. მეორედ კი, 2008/09 სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ‘ფენერბახჩე’-მ სახლში დათმო შეხვედრა ანგარიშით 2:5, ხოლო ინგლისში მატჩი ნულოვან ფრედ დასრულდა. სხვათაშორის 2:5 მოგებაში თავისი წვლილი შეიტანეს დღევანდელი მატჩის მონაწილეებმა- თეო უოლკოტმა მე-11 წუთზე, დიაბი 22-ე წუთზე, ხოლო რამსიმ 90-ე წუთზე გატანილი გოლებით.


წყარო:
http://preview.ge/?p=177