მაშ ასე, როგორც დაგპირდით გთავაზობთ მატჩისწინა მიმოხილვას. "კატანია" საკუთარ მოედანზე "მილანს" უმასპინძლებს. სტუმართა სათამაშო ფორმის გათვალისწინებით მათი კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია (2.4), მიუხედავად იმისა, რომ მილანელებს ადვილი მატჩი არ ელით.
საკუთარ მოედანზე "ფიორენტინასთან" დამარცხების შემდეგ ალეგრის მწვრთნელობას საფრთხე შეექმნა და თუ მისი გუნდი თამაშის ხარისხსა და შედეგს არ გამოასწორებდა მას გაათავისუფლებდნენ. საბოლოოდ მასიმილიანოს გუნდმა ნაპოლისთან გასვლაზე ურთულეს მატჩში (2–2) 1 ქულა აიღო, შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე "ანდერლეხტს" მისსავე მოედანზე 3–1 მოუგო და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. ბოლოს იყო მატჩი ტურინის "იუვენტუსთან". ბოკმეიკერებმა "მილანი" კვლავ აუტსაიდერად შერაცხეს (3.30 – 2.20) და მასპინძლებმა სერია ა–ს ლიდერი გუნდი 1–0 დაამარცხეს. ამან "მილანელებს" საკუთარი თავისადმი რწმენა დაუბრუნა და თავდაჯერებულობა გაუათმაგა.
"კატანიასთან" მატჩი უმნიშვნელოვანესად შერაცხეს მილანში. სიცილიელები მერვე ადგილზე არიან 19 ქულით და მხოლოდ ერთით უსწრებენ დღევანდელ მეტოქეს.
რაც შეეხება მასპინძელთა სათამაშო ფორმას, მათ ბოლო 5 მატჩში 2ჯერ იმარჯვეს, 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა და მხოლოდ 1ხელ დამარცხდნენ, ბურთების შეფარდება 9–3. გარდა ამისა, "კატანია" საკუთარ მოედანზე ბრწყინვალედ ასპარეზობს (5–1–1 ბ.შ. 13–5). დღევანდელ მატჩში სიცილიელების დაცვის ერთ–ერთი ლიდერი, ნიკოლას სპოლი არ ეყოლებათ (11 მატჩში 1 გოლი), ასევე არ იქნება გუნდის მთავარი გამტანი ალეხანდრო გომესი (14 მატჩში 4 გოლი). სავარაუდოდ, "კატანიის" მთავარი მწვრთნელი, როლანდო მარანი დაცვით ტაქტიკას მიმართავს და მასპინძლები კონტშეტევებზე ეცდებიან გოლის გატანას. აქვე გეტყვით, რომ სტუმრები სრული შემადგენლობით არიან, მათ მხოლოდ იეპესი დააკლდებათ.
2006 წლიდან დღემდე "მილანმა" 6ჯერ მოუგო "კატანიას" და მხოლოდ 1ხელ დამარცხდა, 7 მატჩი კი ფრედ დასრულდა. რაც შეეხება სტადიო ანგელო მასიმინოზე ("კატანიას" სტადიონი) გამართულ შეხვედრებს შავ–წითლებმა 3 მოიგეს და 2 ფრედ დასრულდა (ბურთების შეფარდება 8:2).
ჩვენი ვარაუდით, "კატანიას" არ ძალუძს ასე მოტივირებულ მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწიოს. ზემოთთქმულიდან გამომდინარე დღევანდელ მატჩში მილანის მინიმუმ არ წაგებას ველოდებით.
კატანია – მილანი (0)2 ან X2
http://www.facebook.com/photo.php?fbid=496...elevant_count=1
მე რაც ფეხბურთს ვუყურებ გერმანელები იტალიელებს სულ ყვერებზე წიწკნიან , მაგრამ ### ერთხელაც ვერ მოჭამეს.
© Robert_Lokamp
რამდენი YLეც ამ ფორუმზე ხართ იმდენი კაცი რო გვყოლოდა კრწანისის ომს მოვიგებდით