კორკოტ გვიშველე კორკოტ. კორკოტ რეები ხდება კორკოტ. კორკოტ პიოლი რას გვიშვრება კორკოტ.
ორი კვირის წინ რებიჩი 2 მილიონად გადაუფორმეს აინტრახტს. მანამდე ჯერ ვერონაში ყავდათ ნახევარი სეზონი იჯარით და ორჯერ თითო სეზონით აინტრახტში. კორკოოოოოტ ბიჭოოოოოო.
ბადელს კონტრაქტი დაუმთავრდა და ისე წავიდა.
კალინიჩში 20 მილიონი აიღეს. ამაში მაგრად იხეირეს. ჯერ 5-ად რომ იყიდეს 3 წლის წინ ეგ ფული გასული სეზონის იჯარაში აიღეს, როცა მილანმა 5 მილიონი გადაიხადა მაგ ერთსეზონიანი არენდისთვის.
ბაბაკარიც გაუშვეს სასუოლოში. 9 მილიონი აიღეს. აქამდე იჯარით დარბოდა მაგ გუნდში. ის ტეხავს რომ აკადემიის ფეხბურთელი იყო და 15 წლიდან აქ თამაშობდა. არ იყო გასაშვები და თან ამ თანხად.
ბრუნო გაშპარი სპორტინგში გაყიდეს 4.5-ად. რამეს რომ არ წარმოადგენდეს სპორტინგი ტყუილად არ იყიდდა. ანუ ესეც ცუდი სვლა იყო. მაგის მაგივრად ლაურინი მოიყვანეს ემპოლიდან 1.6-ად.
ტომოვიჩი კიევოში 2.5-ად. ის პლიუსი ჰქონდა, რომ დაცვაში ყველგან შეეძლო თამაში.
შენაძენებს რაც შეეხება საპონარა გაიფორმეს ემპოლიდან 9 მილიონდ და მანამდე კიდევ 1.5 ჰქონდატ გადახდილი სეზონნახევრიანი არენდისთვის. რა ###დ უნდათ გამაგებინა.
პეცელაც ანალოგიურად იჯარით იყო წინა სეზონში და ახლა 9 მილიონი გადაუხადეს ბეტისს.
ბირაგიც იჯარით იყო პესკარადან და ახლა 2 მილიონად იყიდეს.
30 ივნისს 17 ფეხბურთელი დაბრუნა იჯარიდან და კიდევ ერთი დეკემბერში ბრუნდება.
ახლა კაი რამეებიც მოვაყოლოთ.

პარტიზანდან დუშან ვლაჰოვიჩი იყიდეს 1.5 მილიონად, 18 წლის თავდამსხმელია იქნებ რამე გამოვიდეს. ჟილინადან დავიდ ჰანცკო 3.5-ად დაითრიეს, 20 წლის მცველია. და ბოლოს ყველაზე მთავარი - ალბან ლიაფონი იყიდეს.

19 წლის მეკარეა, ტულუზაში თამაშობდა. 8.5 მილიონად იყიდეს და ძალიან მაგრად გაჩარხეს საქმე, იმიტო რომ რეალურად ბევრად ძვირი ღირდა, ტრანსფერმარკეტზე 18 მილიონი იყო ღირებულება მითითებული. საფრანგეთის U16, U17, U18, U19, U20-ების მეკარე იყო.