ბაიერნს ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატებში
გატანილი გოლების მხრივ კი მესამე ადგილზეა ბარსელონას და მანჩესტერ იუნაიტედის შემდეგ (თუმცა ინგლისურ გუნდს დანარჩენ ორზე 4 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული)
ბაიერნი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ბურთის ფლობის მიხედვით მთელ ევროპაში - 63% და ჩამორჩება მხოლოდ ბარსელონას (68%)
ასეთივე სიტუაციაა პასების აკურატულობის მხრივაც, რაც შეადგენს 87%-ს და ამ მხრივაც მხოლოდ ბარსელონას ჩამორჩება (89%)
ბაიერნი საუკეთესოა სტუმრად დაკარგული ქულების მიხედვით (დაკარგა მხოლოდ 2 ქულა)
ბაიერნი ერთადერთი გუნდია მთელ მსოფლიოში, რომლის ყველა საშინაო მატჩი სრული ანშლაგით ჩატარდა (9 მატჩს ყოველთვის ესწრებოდა 71 000 მაყურებელი), მაყურებელთა საერთო რაოდენობამ კი 639.000 შეადგინა, რაც თვითOნ ბაიერნისთვისაც აბსოლუტური რეკორდია, რადგან წელს ტევადობამ 2 000-ით იმატა
ამ მხრივ ბაიერნის კონკურენტი დორტმუნდის ბორუსია იყო, რომლის მხოლოდ ერთ მატჩზე არ დაფიქსირდა სრული ანშლაგი
ეს რამდენად სწორია არ ვიცი, მარა ნტვს კომენტატორმა თქვა მგონი თუ GMG-ისამ, ბაიერნის ბოლო 100 მატჩი, შინ თუ გასვლაზე, სრული ანშლაგით ჩატარდაო..
აქვე
გერმანიაში ფეხბურთელებმა რიბერი აღიარეს2.01.2013 13:15
გერმანიის ბუნდესლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი დაასახელეს. ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა “კიკერმა” გამოკითხვა ფეხბურთელებს შორის ჩაატარა.
რიბერიმ, რომელმაც პირველ წრეში ჩატარებულ 12 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა, ხმათა ყველაზე მეტი - 35,3% დააგროვა. გამოკითხვაში მე-2 ადგილი დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველმა მარკო როისმა დაიკავა, ხოლო მე-3 – “ჰამბურგის” მეკარე რენე ადლერმა.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=47306&lang=1კიკერზე კი ვერ ვიპოვე ეს ინფორმაცია, მარა...
ისე მიულერიც არანაკლებ იმსახურებდა პირველობას
ხოლო სამეულში ადგილს ყოველ მიზეზგარეშე