დღეს მაგარი გაუმართლა დორტმუნდს, მარა რაკი ევროპაში ივაჟკაცეს ჯგუფურ ეტაპზე, ალალი იყოს

ყოველთვის გაგვიჭირდება კლოპთან თამაში და რადგან მოულოდნელი არაფერი იყო, დიდად გულიც არ დამწყვეტია
მოსაგები მატჩი კი იყო, მარა არა უშავს
კროოსს ბრავო გოლის ეპიზოდზე, მაგ დროს მიულერმაც მაგრად ითამაშა, მარა მიულერს ის გოლი უნდა გაეტანა
კროოს კი მეორე, რა კარგი პასი გაუფუჭა გომესს
იმათ გოლზე, ძალიან ყლაპეს
ისე მარტინესი მომეწონა ბაიერნიდან..
ბადშტუბერზე ძალიან მწყდება გული, თუ მართლა მყესები აქვს გაწყვეტილი, ძალიან ცუდია
განსაკუთრებული საკადრო პრობლემა არ შეიქმნება, რადგან მარტინესი გვყავს, მარა მაინც ცუდია, როდის გამოვა და ჩადგება ფორმაში
ძალიან დახევს უკან ეს ტრავმა, ტეხავს

იმედია შედარებით უკეთესი დიაგნოზი იქნება, მარა არამგონია
დანტემ უნდა თქვას ბედი მაქვსო რა, სულ ემტვრევა კონკურენტი