Ghost*წავაგე უკვე

* * *
იტალიური "მილანის" ვიცე-პრეზიდენტის, ადრიანო გალიანის განცხადებით, უახლოეს მომავალში, იგი ბრაზილიაში გაემგზავრება და რობინიოსა და პატოს ტრანსფერებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს.
"ბრაზილიაში ჩემი გამგზავრება ადრე იყო დაგეგმილი. ვიზიტი სამუშაო ხასიათს ატარებს. ჩვენ გვყავს 2 ფეხბურთელი, რომლებსაც თამაშის ბრაზილიაში გაგრძელება სურთ.
სიმართლეს შეესაბამება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პატო და რობინიო ტრანსფერზე დაყენებას ითხოვენ. მათ "მილანის" უახლოეს მომავალში დატოვება უნდათ. უკვე ვიცი, რას გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც ამ ორ ფეხბურთელს გავუშვებთ." - ციტირებს გალიანის სიტყვებს "მილანის" ოფიციალური ვებგვერდი.