მწარე რეალობა

მართლა ხალხი არ დავაფრთხო ავიღებ ეგრე ჯობია

'ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა იანვარში რამოდენიმე მოთამაშის დამატების სურვილი გამოთქვა და დაამატა, რომ ეს რაც მალე მოხდება მით უკეთესია.
''ბირმინგემმა'' დაადასტურა, რომ ''წითლები'' მოლაპარაკებებს მართავენ მათ გოლკიპერ ჯეკ ბუტლანდთან. ''მერსისაიდელებმა'' ფაქტობრივად გაიფორმეს დანიელ სტარიჯი და ''ბლექპულიდანაც'' ეცდებიან ტომ ინსის დამატებას.
''იანვარში უნდა შევძლოთ რამდენიმე ფეხბურთელის დამატება შემადგენლობის დახმარებისთვის. ყოველთვის ოპტიმისტური ვრჩები ფეხბურთელებიდან გამომდინარე, მაგრამ უფრო მეტი შეთანხმებულობა გვჭირდება.''
''ვიმედოვნებთ, რომ იანვარს წარმატებულად ჩავატარებთ და შემდგომ, ვნახოთ რას მოგვიტანს ეს.''
როჯერსმა კომენტარი ლუის სუარესის ტრავმაზეც გააკეთა, რომელსაც ტერფი აწუხებს და შესაძლოა ''ქპრ''-სთან გასამართი მატჩი გამოტოვოს.
''ლუისი კარგად იქნება. ის ნამდვილად ძლიერი ფეხბურთელია და იშვიათად ხვდება სამედიცინო პუნქტში. ის ნატკენი კოჭით რამდენიმე კვირის განმავლობაში თამაშობდა და წინა მატჩისას მძიმე დარტყმა მიიღო სუსტ ადგილში, თუმცა ის კარგადაა.''
This post has been edited by andy murray kimi iceman on 28 Dec 2012, 20:40