კონფედერაციის თასი იწყება, ნიგერია კი სახლშიაშესაძლოა, ნიგერიის ნაკრებმა, მოახლოებულ კონფედერაციის თასზე არ ითამაშოს. 15 ივნისს თამაშები იწყება, ნიგერიელები კი ჯერაც არ გაფრენილან თავიანთი დედაქალაქიდან. არადა, გუშინ შუადღეს, უკვე იოჰანესბურგში უნდა გაფრენილიყვნენ, საიდანაც სან-პაულუში უნდა ყოფილიყო ფრენა.
პრობლემა ისაა, რომ ფეხბურთელებს კონფლიქტი აქვთ ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციასთან. მოთამაშეებს კენიასთან ფრის შემთხვევაში 5000 დოლარს დაპირდნენ, მოგების შემთხცვევაში კი – 10000-ს. ნიგერიამ მოიგო (1:0), მაგრამ ფედერაციიდან შეუთვალეს ფეხბურთელებს, რომ მხოლოდ 5000-ის გადახდა შეუძლიათ და ისიც მოგვიანებით.
ფეხბურთელების პროტესტმაც არ დააყოვნა. ფიფა კი საგონებელშია ჩავარდნილი. თუ ნიგერიელები ვერ მორიგდებიან, მათ სხვა ნაკრები ჩაანაცვლებს, მაგრამ საკითხავია, ვინ...
....
დამედო ტაიტზე ხომ ჩაეთვლებათ 3-0 მოგება