25 მილიონად 29 წლის ფეხბურთელი შევტენეთ

დე ხეა დღეს ძალიან კარგი იყო. გამოსვლებზე თამაში მომეწონა განსაკუთრებით. გაშვებულ გოლებში ვერაფერს იზავდა, ისედაც პირველ გოლზე სილვას დამატებული საიდან აუღო.
ძალიან მაგარი მომავალი აქვს დათოს. ლინდეგაარი არ დავინახო კარში.
რაფაელი ასევე ძალიან კარგი იყო. დაცვაში თითქმის უშეცდომოდ და შეტევაში მეორე ასისტი ხო ამან დადო. იგივე შემიძლია ვთქვა რაფაელის მომავალზე.
ფერდინანდიც კარგი იყო, თითქმის უშეცდომოდ ითამაშა.
ევანსიც ნორმალური იყო ასე თუ ისე.
ევრაც უშეცდომო იყო, ნუ სილვას იმ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით. ძალიან მაგრად იდგა ფლანგზე.
კერიკი ნორმალური იყო. სილვამ რამდენჯერმე ათოხლავა, მაგრამ ბევრი შეტევა ჩაშალა საკმაოდ.
კლევერლი ჩემდა გასაკვირვად ძალიან მაგარი იყო. არ იცის ბურთის დაჭერა, მაგრამ სწრაფ კონტრ შეტევებში ძალიან მაგარია, ხშირ შემთხვევაში სწორ გადაწყვეტილებებს იღებს და კარგ პასებს არიგებს + გათამაშებებშიც მომწონს. დაცვაშიც კოლოსალური რაოდენობის სამუშაო შეასრულა. უმატებს ეს ბიჭიც, ###ვერლის დაძახება ტეხავს უკვე

ვალენსია არ მომეწონა, არაა საერთოდ ფორმაში.
სასიამოვნოდ გამაკვირვა იანგმა, კარგი იყო დღეს. პირველ გოლზე ასისტი რუნიზე + რამდენჯერმე კარგად გასცდა მეტოქეს ფლანგზე და საერთოდ ბევრს დარბოდა დაცვაშიც, ევრას აზღვევდა კარგად ფლანგზე.
რუნი ჩემთვის მენ ოფ ზი მაჩი

აღარ დავიწყებ ამის დახასიათებას, ისედაც იცით ჩემი აზრი.
ვან პერსი

ბომბარდირი უნდა გახდეს მეორედ და პლ უნდა აწიოს წელს პირველად. პრემიერლიგაში საუკეთესო და მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ფორვარდი

ფერგიმ იდეალური შემადგენლობა დააყენა ამდენი ტრავმირებულის ფონზე. ჩაუდო დღეს მანჩინის ბაბუმ.