კაროჩე ჩამოვაყალიბებ ჩემს მოსაზრებას ნახევარდაცვაზე
ხედირა-ალონსო-მოდრიჩი-ესიენი (ან ლასანა დააბრუნონ ხო იჯარითაა?) ეს 4 კაცი საკმარისია საყრდენის პოზიციაზე
მესუთასი ძალიან მეიმედება და ეგ კაცი ხელშეუხებელია ჩემთვის, ამიტომ ცენტრალურ შემტევ ნახევარმცველს არ მოვიყვანდი მაგის შემცვლელად
პრობლემა უფრო ფლანგზე გვაქვს
იმ აზრსაც ვეთანხმები რომ დი მარია პროფესიონალიზმის ნაკლებობას განიცდის
ყველაზე კარგი ვარიანტი არის სილვა. ცენტრშიც და ფლანგზეც შეუძლია თამაში
როცა მესუთა დაიმტვრევა ან ფორმაში არ იქნება ცენტრში ითამაშებს, როცა დი მარიას გაუჭირდება მაგას ამოაგდებს
სილვა-მესუთა-კრისწი

მაგრამ მაგ ტრანსფერის ალბათობა ცოტაა, სიტი არ გამოუშვებს
მეორე ვარიანტი არის იკერი
ვფიქრობ შეუძლია დი მარიას ამოგდება. ყოველშემთხვევაში მუდმივი კონკურენცია ექნებათ და ყოველთვის მოტივირებულები იქნებიან
თან ცენტრში თამაშიც შეუძლია
ხესეს მინუსი ის არის რომ ცენტრში ვერ თამაშობს. ამ შემთხვევაში ოზილს არ ეყოლება შემცვლელი
რაც შეეხება ისკოს, ფლანგზე ნაკლებად პროდუქტიული იქნება ალბათ
მესუთა კიდე ხელშეუხებელია ჩემთვის და სკამზე ვერ დავსვამ ისკოს
მესუთას სიყვარული დამღუპავს მე

გიოტცეზეც შეიძლება იჩალიჩოს პერესმა
ცენტრშიც და ფლანგზეც თამაშობს
აქცენტი ალბათ ისეთზე გაკეთდება ვისაც ორივე პოზიციაზე შეუძლია თამაში და არა მარტო ფლანგზე ან ცენტრში
odiusiმესუთა ყველაზე მეტად მიყვარს
ისკოს რაც შეეხება, ყველანაირი მონაცემები აქვს იმისთვის რომ თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყოს
ოზილს იმით შეიძლება აჯობოს, რომ უფრო თამამია, ხშირად ურტყამს (რასაც შედეგი მოაქვს) და კაცის მოტყუებაც შედარებით ეხერხება
განსხვავებული სტილი აქვთ
აი ვთქვათ ამოვწიეთ ხესე, მესუთას შემცვლელზე რას ვშვებით?
This post has been edited by გიგს on 16 Dec 2012, 02:01