პეპე დი მარიას წაეჩხუბა14.12.2012 11:45
როგორც ჩანს, მადრიდის “რეალში” ყველაფერი წესრიგში არაა. “სამეფო კლუბის” მიერ ესპანეთის თასზე გამართული უკანასკნელი მატჩის მსვლელობისას, რომელშიც მადრიდელები ვიგოს “სელტასთან” 1:2 დამარცხდნენ, პეპესა და დი მარიას შორის მოედანზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
პორტუგალიელი მცველი ცნობილია არცთუ კარგი ხასიათით და Goal-ის ცნობით, არგენტინელს მან ბრალი დასდო, რომ ის სრულად არ იხარჯებოდა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის შემდეგ დი მარიას მოქმედებებით უკმაყოფილება გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომაც გამოთქვა. დი მარია გუნდის თავკაცმა შესვენებისას შეცვალა, ნამატჩევს კი განაცხადა, რომ ერთ-ერთ ფეხბურთელს სერიოზული გარჩევა ელოდა.
“ჩვენს შემადგენლობაში იყო ერთი ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც თამაში არ სურდა. მასთან სერიოზული საუბარი მექნება” - განუცხადა მოურინიომ ჟურნალისტებს.
დაგენძრა ანხელ