სატრანსფერო ფანჯარა მაინც გიახსნას მალე, თორემ ჩაკვდა ყველაფერი
ჰუნტელაარმა რომ გაახანგრძლივს კონტრაქტი, კარგია
ჰეკინგს ნიურნბერგში U23 გუნდის მწვრთნელი მიხაელ ვაისინგერი შეცვლის მგონი
ჩემი აზრით დიდი ბრძოლა მოუწევს ამ კლუბს, რომ გასავარდნ ზონაშI არ აღმოჩნდეს
ჰეკინგი მაქსიმუმს წურავდა სუსტი შემადგენლობიდან. იმედია ცოტა გაძლიერდებიან, განსაკუთრებით შეტევაში
ამათი ბედი, ბოლო ორ ადგილს ძალიან სერიოზულად უსწრებენ
სარელეგაციო ზონისთვის ჰოფენჰაიმის მთავარი კონკურენტები მგონი ესენი იქნებიან
სატრანფერო ჭორებზე... ჰანოვერს გოიკო კაჩარი უნდაო
შტუტგარტს კი ტრაშის დაბრუნება... თუ ვოლფსბურგში არ უპირებენ თამაშს, დაბრუნდეს
შტუტგარტისთვის კიდევ კარგი ისაა, რომ დიდავი დაბრუნდა და ეგ თუ წინა სეზონის დონეზე ათამაშდა, ძალიან დიდი შეღავათი იქნება შვაბებისთვის
დაცვის გამოკლებით, ყველაზე მეტად 10-ანზე უჭირთ
რეგიონალლიგაში მოასპარეზე როტ-ვაის ესენის სტადიონი თითქმის სრულდება და მგონი კარგი გამოდის

ჰო კიდევ, შალკე 04 სტადიონის გარშემო ახალ ინფრასტრუქტურას ააშენებს.. ძველი პარკშტადიონის ადგილზე, 30 ჰექტარზე იქნება ახალი ბაზები, პატარა სტადიონი, მაღაზიები, რესტორნები და ა.შ.
ამისთვის როგორც მივხვდი 25 მილიონამდე ევრო დაიხარჯება
პროექტზე სრულად აქ
http://www.stadionwelt-fans.de/download/so...ion_1_Preis.pdf
