სულ სხვა მუღამი ჰქონდა რონალდინიოს თამაშს
ვისაც უყვარდა თუ არ უყვარდა , ერკვეოდა ვინმე ფეხბურთში თუ ვერ ერკვეოდა, ყველა მაგაზე საუბრობდა, ნახე გუშინ რა გააკეთაო?
ფინტი იყო , გოლი იყო თუ რაც იყო ყველაფერი აღფრთოვანებას იწვევდა ხალხში
აი ხო ამდენი ბურთი გაიტანა მესიმ, მაგრამ ქუჩაში რომ გახვიდე ან სამსახურში წახვიდე არა მგონია ხალხი იდგეს და მაგ ამბავს არჩევდეს
ან იმას უყურებდეს ვინ რამდენი ოქროს ბურთი მოიგო
დარწმუნებული ვარ თუნდაც სიმენის კარში გატანილ იმ გოლზე უფრო მეტი და უფრო დიდი ხანს ისაუბრებს ვიდრე ამის ამ სეზონში გატანილ 768 ბურთზე
რონალდინიოს როცა უყურებდი თავად ფეხბურთი გიხაროდა, გოლი და შედეგი არ იყო იმდნად მნიშვნელოვანი
ასე რომ დაე იყოს მესი მსოფლიო ფეხბურთის სტატისტიკისთვის უფრო დიდი მოვლენა, მაგრამ რონალდინიო გულისთვის იქნება ყოველთვის უფრო მეტი და ახლობელი
მესი მევასება, ან როგორ არ უნდა მევასებოდეს
მაგრამ ეს კაცი ფეხბურთის ვნება იყო და დიდი სიყვარული
ან ამ გოლს რა შეედრება? გადამწყვეტ ტურში და გადამწყვეტ მომენტში შექმნილი შედევრი, ამხელა ემოცია ამ სტადიონისთვის ნამდვილად უჩუქებია მესის
გულშემატკივარს ფეხბურთელის გახსენებისას პირველ რიგში ის ემოცია გაახსენდება რომელიც მოუტანა ამა თუ იმ მომენტში
ტიტულები მხოლოდ ისტორიას დარჩება
This post has been edited by ratomac aRa on 18 Dec 2012, 19:23
ელმაზი გაცილებით უფრო გუნდური იგროკია დაჟე და ადრე თუ გვიან ამოაგდებს კიდევაც © Andro_forza juve ........................................................................................................ ქართველები მონობას ისე შეეჩვიენ, ერთ ბატონს მეორეთი რომ უცვლიან, უკვე თავისუფლება ჰგონიათ