საკაიფოდ თამაშობს ნახევარდაცვა ამ განლაგებით.
აუცილებლად უნდა დავაყენოთ ძირითადში ედერსონი გონსალესის ნაცვლად მაურის დაბრინების შემთხვევაშიც, შეტევა გაცილებით უკეთ და აზრიანად გამოიყურება, წარმოიდგინეთ კლოზე და მაურიც რომ იყვნენ წინ, ონაზიც ძალიან მომწონს, საკაიფო ფორმაშია და ხშირად უნდა ვათამაშოთ ხოლმე, რბილი და გააზრებული პასები მოედნის საკაიფო ხედვა თვალშისაცემია, მუნტარი ეხლა მაგარ ფორმაშია მილანში და მის თამაშს მახსენებს ონაზის თამაში თანაც 21 წლისაა და მისგან კარგი ცენტრალური ნახევარმცველი უნდა გაიზარდოს, ბოლოს და ბოლოს აფრიკის თასის მფლობელია და მისი წვრილი ამაში არც ისე მცირეა.
პერეირინია სუსტია მაინც დაცვის მარჯვენა ფლანგზ სულ წინ გარბის და ზონას ღიას ტოვებს, კავანდა უნდა დავაბრუნოთ აუცილებლად, ლულიჩის და კოზაკის თამაშის სტილი კი რაღაცით წააგავს ერთმანეთს, როცა ბურთს ღებულობენ ისეთი შეგრძნება მიჩნდება რომ სულ ცოტა და დაკარგავენ თითქოს არამყარად დგანან ფეხზე. ამიტომ ლულიჩის ნაცვლადაც მივესალმები ედერსონის სასტარტოში ჩასმას გონსალესი და ონაზი კი პირდაპირი კონკურენტები უნდა იყვნენ თამაშის შინაარსიდან გამომდინარე.
მომეწონა კანრდევა პირველ ტაიმში ბევრს ცდილობს და ხშირად გრუზავს საჯარიმოს, ბოლოსკენ კი საერთოდ უმაგრესი რამ გააკეთა ედერსონი ვალდებული იყო გაეტანა, თუმცა იმავე წუთს ჩვენც გადავრჩით ასე რომ პირველი ტაიმის შედეგი სამართლიანია.
ასე უნდა გავაგრძელოთ...