ჟოზე მოურინიოს მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია...
"ჩვენ მოწყენილები ვართ, რადგან წავაგეთ, მაგრამ ვიცით, რომ იმდენად კარგად ვითამაშეთ, რამდენადაც შევძელით. მოთამაშეები გამოფიტულნი არიან, მათ მაქსიმუმი გააკეთეს და მათთვის სასაყვედურო არაფერი მაქვს. როცა გასახელში შევედი, ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ შეუძლიათ სახლში მშვიდად წავიდნენ. გულს ის უფრო მტკენს, როცა ჩემი მოთამაშეების ბოლომდე არ იხარჯებიან და აგებენ. ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს და გუნდმა ითამაშა. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს".
"იკერის სკამზე დასმა ტექნიკური გადაწყვეტილება იყო, რომელიც მწვრთნელმა მიიღო, რადგან მან გააანალიზა არსებული სიტუაცია, ფეხბურთელთა მდგომარეობა და აირჩია სასტარტო შემადგენლობა. ტექნიკური გადაწყვეტილება, რომელიც თქვენ შეგიძლიათ ზღაპრების შესათხზავად გამოიყენოთ სურვილისამებრ, მაგრამ ეს მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება იყო. სწორედ ჩემი შეხედულებაა გადამწყვეტი. მხოლოდ მწვრთნელი იღებს გადაწყვეტილებებს, აზრს მხოლოდ ჩემს ასისტენტს ვეკითხები, ჩვენ კი ასე გადავწყვიტეთ. და სრულებითაც არ ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებამ თამაშის შედეგზე გავლენა იქონია".
"გასულ სეზონში "რეალი" ჩემპიონი იყო და მდევარს 9 ქულით გაუსწრო. ახლა ჩვენ პირველადგილოსანს ჩამოვრჩებით და ჩემი აზრით, ჩვენ ამ სხვაობას ვერ დავძლევთ. ამ ფაქტზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და ვაღიაროთ,რომ ჩემპიონატში კარგად ვერ ვთამაშობთ. თუმცა, მატჩიდან მატჩამდე ხდება მოვლენები, რომელბიც არ მომწონს, მაგრამ მათზე საუბარი არ მსურს, განსაკუთრებით წაგების შემდეგ. შარშან საუკეთესონი ვიყავით, წელს კი ცუდად გამოვიყურებით. არ მინდა გავექცე პასუხისმგებლობას, არც იმას, რომ ლიდერთან ჩვენი ჩამორჩენა ძალიან დიდია, რადგან ეს სიმართლეა. ასეთია რეალობა".
"არსად წასვლას არ ვაპირებ. მე ბავშვი არ ვარ. მწვრთნელებმა იციან, რომ ხალხს უყვარს ფეხბურთის წარსულის გახსენება, მაგრამ მთავარი ისაა, რას აკეთებ დღეს და არა ის, რა მოხდა გუშინ. ამ მომენტისთვის შარშან მოგებული ტიტული არაფერს ნიშნავს და არც ისაა მნიშვნელოვანი, როგორი შრომისმოყვარე იყავი გასულ წელს. თუ ვიგრძნობ, რომ მოთამაშეებს თამაში და ბრძოლა არ სურთ, სიმართლეს გეტყვით, არც მე მესიამოვნება წაგებულ ომში ბრძოლა, მაგრამ მათ სურთ, რომ იბრძოლონ და ეს მიჩვენეს კიდეც. "ესპანიოლთან" გუნდმა მოსაგებად ითამაშა, ისევე როგორც დღეს, მაგრამ არ გაგვიმართლა. იღბალმა საერთოდ გვაქცია ზურგი. მათ სამი შანსი ჰქონდათ და სამივე გამოიყენეს. ჩვენ გვქონდა ბევრი შანსი, მაგრამ მათი რეალიზება ვერ შევძელით. ჩვენ მუდმივად ვუტევდით, მათ კი კონტრშეტევებით გაგვიტანეს გოლები. მოვლენები ჩვენთვის, მატჩიდან მატჩამდე, სულ უფრო და უფრო ცუდად ვითარდება. ვფიქრობ, ეს კვირა დასასვენებლად იდეალური დროა. თუ ჩვენს ჩამორჩენაზე ვიფიქრებთ, მოტივირებულნი ვერ ვიქნებით, მაგრამ თუ ჩვენ პიროვნულ სიამაყესა და იმაზე ვიფიქრებთ, თუ რას ნიშნავს მადრიდის "რეალი", მოტივაციას აუცილებლად ვიპოვით, ეს ყველამ უნდა გავაკეთოთ. თამაში ღირსებისთვის უნდა გავაგრძელოთ".
"მალაგას" მწვრთნელი არასოდეს ვიქნები, ისევე, როგორც კიდევ ძალიან ბევრი კლუბის. მე ვარ ადამიანი, რომელსაც აქვს იმის თავისუფლება, რომ თავად აირჩიოს, სად იმუშაოს. არაფერი მაქვს არც კლუბისა და არც ქალაქის საწინააღმდეგო, ეს უბრალოდ არ მსურს. მკითხეთ სხვა კლუბების შესახებ და მე მათ უმრავლესობაზე იგივეს გიპასუხებთ. ეს სრულიად ბუნებრივია".

ნახეთ რა საწყალი სახე აქვს
გული ხო არ აგიჩუყათ ?

დედა #####ული პორტუგალიელი
This post has been edited by გიგს on 23 Dec 2012, 15:48