რიო-ვიდამ ძალიან მაგრად ითამაშეს. ვიდა რომ გავიდა, მაშინ ათამაშდნენ ისინიც.
ფეხი არ გაანძრევინეს სუარესს. პირველ თამაშშიც ძალიან მაგრად ეთამაშა რიო.
არ მოველოდი ასეთ კარგ თამაშს მცველებისგან, მითუმეტეს ბოლოს როდის ითამაშეს ერთად კაცმა არ იცის.
არც იმას მოველოდი, რომ ამ წყვილს დააყენებდა დაცვაში. ხომ თქვა, როტაცია მექნება ცენტრალურ დაცვაში და რიო-ვიდას არ დავაყენებო.
თესლია ფერგი
რეალთანაც ეს ორი იქნება ალბათ.
პროსტა იქ შემეშინდა ვიდა რომ დაეცა კუთხურზე, უისდომთან შეჯახებისას.
რაფაელს მიუხედავად ერთი შეცდომისა ვერ დავუკარგავ წვლილს, ფლანგზე ძალიან მაგარი იყო. ადრე რომ ბარე ორი ვინგერი ათრევდა, ეხლა ძაან იშვიათად ცდება საერთოდ.
ევრა წელს მოწოდების სიმაღლეზეა.
ორივე ფლანგის მცველი შეტევაშიც და დაცვაშიც ძალიან მაგარია წელს.
თამაშის ბოლომდე მეგონა, რომ ევრამ გაიტანა გოლი.
კაია, ვიდას ბოლოს 2011 ში ჰქონდა გატანილი (მამენტ როდის უნდა გაეტანა), გაიხსენოს გოლის გემო კაპიტანმა

პ.ს. უელბეკს აცადეთ მართლა, მარტო მომენტის დასრულება არ იცის, იბნევა ხოლმე.
3 წლის მერეც თუ ისევ მაგ მომენტში გაიჭედა, მაშინ კიდევ ხო.