მანკებო, მიყვარხართ და მეუასებით, ჩემი ოჯახი ხართ, ნუ მეორე არა, არც მესამე ალბათ, მარა მაინცპონტში რა

)
ჰოდა, ჩვენ ხო ეშმაკები ვართ და ეშმაკი ხო გველში განსხეულდა და რავი ისეთ პონტში, ღმერთო მაპატიე მარა, ეს წელი ჩვენი უნდა იყოს..
გისურვებთ ბედნიერებას და სიხარულს, არა მხოლოდ სპორტული მიღწევების გამო, პირად ცხოვრებაშიც, ყველა მანკი თუ კარგად იქნებით და ძალიან კარგად იქნებით - კლუბი ჯანდაბას

)
ჰოოდა..
დე ხეას ვუსურვებ ბოლომდე გამოესყიდოს ის, რომ ესპანელია..
ლინდეგარდს ვუსურვებ ბედნიერი ყოფილიყოს იმით - რასაც მიიღებს..
რაფაელს ვუსურვებ მეორე ფლანგზე გახედვისას ძმა დაენახოს.
ფაბიოს ვუსურვებ - რაფაელს დაენახოს.
ჯონი ევანსი - არ დამენახოს.
ფილ ჯონსს ვუსურვებ ცენტრში ადგილის დამკვიდრებას, აბა დიდი ბიჭი უკვე გაიზარდა.
სმოლინგს ვუსურვებ ბიგინგი გახდეს.
ფერდინანდს ვუსურვებ ულევ იუმორს, ბარაქას, ხვავს, ხორაგს და რავი.. ჯიგარია..
ვიდიჩს ვუსურვებ მეტოქე გუნდის თავდამსხმელების დედების სლოკინს..
ევრას ვუსურვებ მეორე სუნთქვის გახსნას..
ბიუტნერს ვუსურვებ ცნობილ ფეხბურთელებთან ბევრ არაგასმაზულ და კარგ ფოტოს..
სკოტი ვუტონმა და დანარჩენებმა თვითონ მიხედონ თავის თავს..
იანგს ვუსურვებ ისეთ ფორმაში ჩადგომას ასტონ-ვილაში რომ იყო ბოლო სეზონში..
პარკს ვუსურვებ.. უი თუ ეგ გადავიდა უკვე..
ვალენსიას ვუსურვებ გვერდით მოსახვევი კნოპკის შეკეთებას..
ნანის ვუსურვებ ვენახებს მოეშვას და დაგვიბრუნდეს ვინარირონალდო..
გიგზს ვუსურვებ შთამომავლობას მოეკიდოს..
ფლეჩერს ვუსურვებ ავადმყოფობა აღარ მოეკიდოს..
სქოულზს ვუსურვებ გიგზს მიბაძოს..
ქერიკს ვუსურვებ ბედნიერ ტაჩკას..
ანდერსონს ვუსურვებ საუკეთესო ცენტრი შეექმნას ქლევერლისთან ერთად.
ქლევერლის ვუსურვებ ბედნიერებას, ულევ სიხარულს, სიყვარულს, ერთგულებას, ხვავს, ბარაქას, ბევრ ფულს, წარმატებას, პროფესიულ წინსვლას, ყოველივე კარგსა და საუკეთესოს ცხოვრებაში, იმედების გარეალურებას, ოცნებების ახდენას, სურვილების რეალიზებას, ბევრ ღიმილს, სიკეთეს, ჯანმრთელობას და ა.შ.
კაგავას მე რა უნდა ვუსურვო, ისეთი ნაშა ყავს..
დენი უელბეკს ვუსურვებ შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას და ინგლისის ნაკრების ძირითად სტრაიკერობას..
ჩიკას ვუსურვებ ისეთი ტექნარი გამხდარიყოს, რომ ფერგიუსონისთვის არათუ ლევანდოვსკიზე ფიქრი შეეწყვეტინებინოს, არამედ კარგი თავსატეხიც გაეჩინოს..
ვან პერსის ვუსურვებ არასოდეს გაფლოპებულიყოს და ეს ტემპი შეენარჩუნებინოს, ოქროს ბურთი აეღოს და კიდევ დიდ ხანს ეთამაშოს ჩვენთან.
რუნი მამაა.
ფერგის ვუსურვებ ტრეპლს.
გილს ვუსურვებ მის გოგოს ვინმე ქართველი ბიჭი გაეცნოს და შეეყვარებინოს, შავგვრემანი, მსახიობი, სახელად სანდრო რომ ერქვას, ლორთქიფანიძე რომ იყოს გვარად, დადიანზე რომ ცხოვრობდეს..
იმ ბობოლა სამ ძმას ვუსურვებ მოეშვან ბურჟუობას და გუნდს მოახმარონ ფული.
ფელანიც მევასება.
ჩვენს ექიმებსა და ნასილჩიკებს ვუსურვებ უსაქმოდ ჯდომას.
აეგრე.
anything, but wrong..