http://acm.ge/news/10604-bbbbbbb-bbbbbbb-b...bbbbb-bbbb.html"მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა, პაოლო მალდინიმ ინტერვიუ მისცა La Repubblica–ს, სადაც "როსონერის" შესახებ ისაუბრა.
"ფეხბურთში, ბევრი რამ გამიკეთებია, ახალგაზრდული აკადემიის ჩათვლით, ამ სფეროს 31 წელია ვემსახურები. არსებობს რისკი იმისა, რომ საფეხბურთო სამყარო დავტოვო. წარმოუდგენელია, "მილანის" გარდა, რომელიმე სხვა კლუბში დავიწყო მუშაობა.
მწვრთნელობა არასოდეს, მსურდა. თანაც, ვფიქრობ, "როსონერის" მწვრთნელობის შანსი არ მაქვს, ამიტომ ხელი სხვა საქმეს უნდა მოვკიდო.
არც დირექტორობა მსურს, რადგან პოლიტიკა არ მომწონს. თუ ფეხბურთში ვიმუშავებ, ჩემს გამოცდილებას ყველას გავუზიარებ. დღესდღეისობით, ცოტაა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ტაქტიკაში და ფეხბურთის ფილოსოფიაში 100 პროცენტით ერკვევიან. მე, მაინცდამაინც, პრესტიჟული როლი არ მსურს."
პრესაში ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ მალდინი "მილანში" ვერ იმუშავებს, რადგან მას ვიცე–პრეზიდენტ ადრიანო გალიანისთან ცუდი ურთიერთობა აქვს.
"მილანში" 25 წელი დავყავი. ბერლუსკონიმ "როსონერიში" დიდი ინვესტიცია ჩადო და ძალიან ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა. მოვიდა არიგო საკი, რომელმაც ფეხბურთელებს ისეთი მენტალიტეტი ჩაუნერგა, რომლითაც შეგვეძლო მსოფლიო ფეხბურთის სიმბოლო გავმხდარიყავით.
ეს გასაოცარი იყო. ნელ–ნელა, "მილანმა" თავისი "გასაოცრება" დაკარგა და ნორმალური კლუბი გახდა. ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ "როსონერის" ისტორიაში გამორჩეულ მოთამაშეებს სხვა თაობებისთვის თავიანთი ცოდნის და გამოცდილების გადაცემის საშუალება არ მისცეს. ამ მომენტისთვის, "მილანში" ისეთი ადამიანები არ მუშაობენ, რომლებსაც გუნდის ისტორიის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვით.
შეხედეთ "ბაიერნსა" და "რეალს", მათი დირექტორები ბეკენბაუერი, ჰიონესი, რუმინეგე, ბურტაგუენო, გალეგო და ვალდანო იყვნენ. მათ ფეხბურთის ისტორიაში დიდი როლი აკისრიათ. "მილანი" 25 წლის განმავლობაში გასაოცარი იყო, ახლა კი ასე აღარაა.
ამ ეტაპზე, რთული "მილანის" რაიმე მიზნებზე ისაუბრო, რადგან გუნდიდან ზაფხულში 12 მოთამაშე წავიდა. სიმართლე რომ გითხრათ, ვხედავ, რა მიზნები აქვს "როსონერის" ხელმძღვანებლობას – მათ უფასო ტრანსფერებით გუნდის აშენება სურთ.
გაგიმხელთ იმას, რომ როცა ლეონარდო "მილანის" მწვრთნელი იყო, მას გუნდში ჩემი დასაქმება სურდა. თუმცა, გალიანიმე მე და ლეოს გვითხრა, რომ სპორტული დირექტორობა ფეხბურთში დიდ საჭიროებას არ წარმოადგენდა, მაგრამ მე სხვანაირად ვფიქრობ.
შარშან, მაქს ალეგრიმ დამირეკა და მითხრა, რომ მას ჩემი დახმარება სჭირდებოდა. მას სჭირდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც წამყვან ფეხბურთელებს სხვადასხვა თემებზე დაელაპარაკებოდა. ის მიიჩნევდა, რომ მე ეს შემეძლო.
ფაქტიურად, შემიძლია დავამსხვრიო მითი, თითქოს მე "მილანის" ოჯახის" წევრი ვარ. პრაქტიკულად, მათ ჩემი იქ მუშაობა არ სურთ. ეს ყველაფერი ჩემს ყოფილ თანაგუნდელებსაც აკვირვებთ. მე მხოლოდ ის მინდა, რომ "მილანმა" ძველი დიდება, "გასაოცრება" დაიბრუნოს.
"მილანის" ისტორიაში, ყველაზე მეტი ტიტული მაქვს მოგებული, ყველაზე მეტი მატჩი მე მაქვს ჩატარებული, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ გუნდისთვის კიდევ მეტის გაკეთება შემიძლია."
მალდინიმ განაცხადა, რომ როცა ის "როსონერიში" თამაშობდა, მის შეძენას ბევრი კლუბი ცდილობდა, თავად ფეხბურთელს კი ძალიან მაღალ ხელფასს სთავაზობდნენ.
"ჩემი შეძენა "იუვენტუსს" სურდა. 1996 წელს, "ჩელსიდან", ჯანლუკა ვიალი დამიკავშირდა, მაგრამ მე "მილანში" დარჩენა ვარჩიე და სწორი გადაწყვეტილებაც მივიღე. არსენ ვენგერის "არსენალი" და ფერგიუსონის "მანჩესტერი" დიდ ხელფასს მთავაზობდნენ.
ყველა შემოთავაზება მაშინ მომდიოდა, როცა "როსონერი" ცუდ სეზონებს ატარებდა. მათ ეგონათ, რომ ასეთ პერიოდში ჩემი გადაბირების შანსი უფრო მეტი იყო."
acm.ge
არ ვიცინახეთ თუ არა ეს.ეხლა წავიკითხე და მაყლევებს ეს ხალხი,მალდინისთვის ადგილი ვერ უნახიათ,ტიპს ვერ იყენებენ