აუ კარგი რა, არ გინდა, მართლა ზოგჯერ არ ფიქრობ ხოლმე რომ არსებობს პოზიციები რომელზეც შეიძლება თვით მესიმ ვერ ითამაშოს? არ აღიარებ ამ თეზის?
თუ უბანში რო იციან, კარლოსი 9 ნომერზეც რო დააყენო მაინც მაგარია, იმიტომ რომ მაგარიაო რო იძახდნენ?
რამდენჯერ არაერთ კომენტატორს თუ მწვრთნელს უთქვამს რომ ლუკასი ჯერარდი და ალენი ერთად ვერ თამაშობენო.
ლუკასი ალენი არის ორივე ერთიდაიგივე პოზიციის ფეხბურთელი, ძალიან უშლიან ხელს ერთმანეთს, მითუმეტეს როცა დაბერებული ჯერარდი ყავთ რომელიც იმ ზონებში დარბის სადაც ორმა ხსენებულმა უნდა ირბინოს. რაც ლივერმენმა სკრინშოთი დადო, იქაც კარგად ჩანს რომ ლუკასი და ალენი ერთად ძალიან დიდ გაუგებრობაში არიან.
იცი რატო გამოვასწორეთ თამაში მეორე თაიმში? ზუსტად იმიტომ რომ ერთ-ერთი მოიხსნა, არ ექნებოდა მნიშვნელობა ლუკასი იქნებოდა ეს თუ ალენი, ყველა შემთხვევაში იმ ზონიდან კაცის გამოკლებით და თავდასხმაში ვინმეს დამატებით უფრო მობილურები გავხდით.
ალენი უნდა გავიგოთ რომ არის ზუსტად ლუკასის წინ მოთამაშე ფეხბურთელი და არამცდა არამც ლუკასის გვერდით, ანუ ალენი უნდა დადგეს ლუკას-ალენი-ვინმე იქსი ანუ მაგალითად სნეიდერი. ასეათუისე ჯერარდი მათ წინ ვერ თამაშობს. ანუ ახლა ალენს ლუკასი კიარ სვავს სკამზე, არამედ ჯერარდი ეს არის ფაქტი.
ნუ უყურებთ ხოლმე ისე რომ თუ ვინმე ბურთს კარგავს და ასე შემდეგ აუუ რა ყ&&&7ეა და ეთს.. მითუმეტეს ალენისა და ლუკასის ცუდი თამაში მათ წინ მდგომების სტერლინგის, დაუნინგის, სუარესის ბრალია, იმიტომ რომ ბოლო კაცი რომ ბურთს კარგავს ვინც არ იხსნება ძირითადად მათ ბრალდებათ - ეს ისე ვინც სხვა თვალით უყურებს ფეხბურთს და არა სონი ევოლუშენიდან.
საერთოდ არ იღებს და არც კარგავს დაუნინგი ბურთს

და შესაბამისად მესიზე მაგარია. კადრში საერთოდ არ ჩანს ტიპი.
მოკლედ ალენი არის ძალიან მაგარი როცა იმ პოზიციაზე დააყენებენ სადაც ლუკასია, ან ლუკასის წინ ოღონდ თუ ასევე მათ წინ ვინმე სნეიდერი, სილვა,მატას ჯანის და მოძრაობის მქონე ახალგაზრდა იქნება. ეს არის ფაქტი.