http://geoarsenalfc.com/news/35-damatebiti...-erta-tasi.htmlარსენ ვენგერმა მატჩისწინა პრესკონფერენცია ვერ იკმარა, რათა თავისი შეხედულებები ბევრ სხვადასხვა თემაზე გაეზიარებინა.
აფრიკის თასზე...
"ვაპირებ, ძალიან ყურადღებით მივადევნო თვალი ამ ტურნირს. ის ყოველთვის საინტერესოა, რადგან შენ შეგიძლია აღმოაჩინო მოთამაშეები. ეს ალბათ ერთადერი საერთაშორისო ტურნირია დღეს, რომელთა მოთამაშეებიდანაც ბევრი არ ვიცით. სამხრეთ აფრიკაში ამჯერად შესაძლებელია ეთიოპიაზე დაკვირვება - თუ მე გთხოვთ, რომ ხუთი ეთიოპიელი ფეხბურთელი დამისახელოთ, დარწმუნებული ვარ, პრობლემები გექნებათ."
არშავინისა და სკილაჩის შესაძლო ტრანსფერზე...
"არ არის ახალი ამბები."
იუვენტუსში ბენდტნერის იჯარაზე...
"მას მძიმე ტრავმა აქვს და ქირურგიული ჩარევებია საჭირო. ნიკლასი მარტამდე არ ითამაშებს, იჯარა კი იუვენტუსთან სეზონის ბოლომდე აკავშირებს."
რეინჯერსის პერსპექტივებზე ინგლისურ ფეხბურთში...
"დიახ, მივესალმები მათ, მაგრამ არ მინდა შოტლანდიური ფეხბურთი დაინგრეს - სწორედ ეს იქნება ინგლისში მათი თამაში."