"პარი სენ ჟერმენმა" ლუკას მოურა წარადგინა
13:54 03-01-2013
ყატარში, მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა პარიზულმა კლუბმა, გუნდის ახალწვეული, ლუკას მოურა წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ პარიზელებმა 20 წლის ბრაზილიელი ჯერ კიდევ ზაფხულში შეიძინეს, მაგრამ "სან პაულოში" იანვრამდე დარჩენის უფლება მისცეს. ახლა კი, 45 მილიონ ევროდ შეძენილი ლუკასი უკვე "პარი სენ ჟერმენშია".
"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან კლუბში მენდობიან და ჩემზე დიდი იმედს ამყარებენ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ. ჩემთვის აქ მოხვედრა დიდი გამოწვევაა, რადგან პსჟ ვითარდება და ყოველდღიურად იზრდება. ამ გუნდში მოხვედრა ჩემ კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია," – განაცხადა ლუკას მოურამ პრეზენტაციაზე.
ლუკასის შესახებ, ჟურნალისტებთან ზლატან იბრაჰიმოვჩმა ისაუბრა: "ერთად მხოლოდ რამდენიმე ვარჯიში ჩავატარეთ, მაგრამ მასზე ბევრი რამ მსმენია. ვიცი, რომ ის უმაღლესი დონის და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ორი არზი არ არის, ის ჩვენ აუცილებლად გაგვაძლიერებს და დაგვეხმარება," – განაცხადა შვედმა.
ლუკასი სეზონის ბოლომდე 29-ე ნომრით ითამაშებს. ახალგაზრდა ბრაზილიელი პირველი ყოფილი "სან პაულოელი" არ გახლავთ, ვინც პარიზულ გუნდში გადავიდა. გუნდის ამჟამინდელი სპორტული დირექტორი ლეონარდო ასევე თამაშობდა "სან პაულოსა" და "პარი სენ ჟერმენში", ისევე როგორც 1994 წლის მსოფლიოს კიდევ ერთი ჩემპიონი, ლეგენდარული სოკრატესის ძმა, რაი.
http://sportall.ambebi.ge/fexburti/uckhour...tsaradgina.html This post has been edited by Flasher on 3 Jan 2013, 16:46