მაყრუებთ ?
http://www.dailymotion.com/video/xwmnko_re...=8#.UO6eBqz7774აგერ ძმაო მოუსმინეთ, 0:58 გძეტა, ნახევარზე მეტი უსტვენს
კი ზოგი ტაშს უკრავს (უმცირესობა), მაგრამ ეგაა ოვაციებით შეხვედრა ?

***
"ბერნაბეუს" აპლოდისმენტები იკერს და სტვენა მოურინიოს
"ბერნაბეუზე" იმეორებდნენ: "იკერ, იკერ".
"რეალისა" და "სელტას" მატჩამდე ინტრიგა ისევ იკერ კასილასზე იყო მიმართული, რომელმაც ტრიბუნებისგან ოვაცია მიიღო, როცა სტადიონის დიქტორმა მისი სახელი წარმოთქვა. გარდა ამისა, მადრიდისტები ხმამაღლა სკანდირებდნენ "იკერ, იკერ", სანამ მსაჯი თამაშს დაიწყებდა.
ფანებმა ანტონიო ადანსაც ოვაციები უძღვნეს, ხოლო ჟოზე მოურინიოს დაუსტვინეს, როგორც "რეალ სოსიედადთან" მატჩში.
თუმცა, მალევე აპლოდისმენტებმა და ოვაციებმა კრიშტიანუ რონალდუსკენ გადაინაცვლა მას შემდეგ, რაც პორტუგალიელმა ანგარიში გახსნა.
რონალდუს "რეალში" Marca-ს ვერსიით 175 (ოფიციალური ვერსიით 174) გოლი აქვს და 5 გოლი აშორებს პაკო ხენტომდე, რომელმაც მეტოქეთა კარი 180–ჯერ აიღო. მთლიანად ამ სეზონში კრიშტიანუმ 28–ჯერ გამოიჩინა თავი – 16 ლა ლიგაში, 4 სამეფო თასზე, 2 ესპანეთის სუპერთასზე და 6 ჩემპიონთა ლიგაზე.
ასევე კრიშტიანუმ წლევანდელ სეზონში 6–ჯერ დუბლი შეასრულა და 3–ჯერ ჰეთ–ტრიკი.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
This post has been edited by გიგს on 10 Jan 2013, 14:58