გუშინ შტუტგარტთან გამართულ შეხვედრას მარიო გომესი და არიენ რობენი სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდნეთ თვალს. დაამწუხრა თუ არა ისინი ამ ფაქტმა, ბაიერნის მწვრთნელს ნაკლებად ადარდებს. კლუბის სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა კი განაცხადა: ``ამის შესახებ არაფრის გაგონება არ მსურს!``

მარიო გომესი 88-ე წუთზე შემოვიდა მოედანზე და მხოლოდ ორჯერ მოასწრო ბურთთან შეხება, რაც შეეხება რობენს, მას არ უთამაშია. მისი რეაქცია ამასთან დაკავშირებით: სწრაფად ჩაუარა ინტერვიუს ზონას და ავტობუსში მიიმალა, ისევე როგორც გომესი და არცერთმა არ ისურვა კომენტარის გაკეთება.
როგორც ჩანს მიუნხენის ბაიერნის ამ ორ ფეხბურთელს მოუწევს სათადარიგოთა როლთან შეგუება. ჰაინკესმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა:
``ამ მომენტისათვის როტაციის მიზეზს ვერ ვხედავ, რადგან ფეხბურთელები ერთმანეთთან უნდა შეთამაშდნენ.``
რობენის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, სულაც არ უნდა იყოს კმაყოფილი, მითუმეტეს, როცა მატჩის მსვლელობისას მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში მწვრთნელმა გასახურებლად გაუშვა, ისიც რა თქმა უნდა დამორჩილდა, მაგრამ როგორც კი შეატყო, რომ თამაშში ვერ მიიღებდა მონაწილეობას, დემონსტრაციულად, თავის ქნევით მიუხენელთა კარის უკან დადგა და ფიტნეს მწვრთნელს ესაუბრებოდა.
მიუნხენელთა თავკაცმა განაცხადა:
``გუნდში არანაირი არეულობა არ არის. ამაზე მე ვზრუნავ. მესმის, რომ სათადარიგო ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან, მაგრამ ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გადაწყვეტილება ყველამ ისეთი უნდა მიღოს, როგორიც არის. ``
ჟურნალისტის კითხვაზე, აუხსნა თუ არა მან გომესს ან რობენს, რატომ არ შემოიყვანა ისინი თამაშში, მწვრთნელმა საკმაოდ ცივად უპასუხა:
``არა, ეს ფეხბურთელებმა იციან!``.
რუმენიგემ კი აღნიშნა:
``ფეხბურთელებმა მუშაობა უნდა გააგრძელონ და მიიღონ ის, რასაც მწვრთნელი ამბობს.``
რობენისა და გომესის პრობლემა მიულერთან და მანჯუკიჩთან კონკურენციაში მდგომარეობს, რომლებიც საკმაოდ კარგ შედეგს აჩვენებენ.
კლუბის სპორტულმა დირექტორმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა:
``არაფრის გაგონება არ მსურს, რადგან ჩვენ ახლა ვსაუბრობთ გუნდზე, რომელმაც მოიგო. რა თქმა უნდა არც ალილუია უნდა ვიძახოთ, მაგრამ სულაც არ მსურს ეგოიზმი დადგეს წინა პლანზე. რადგან სეზონის ბოლოს ჩვენ თასი უნდა გვეჭიროს ხელში. ამიტომაც რობენმა, გომესმა და სხვებმა უნდა გააგრძელონ ვარჯიში და შანსი როცა მიეცემათ, მზად უნდა იყვნენ.``
რაც შეეხება ნაკრების კიდევ ერთ ფეხბურთელ ჟერომე ბოატენგს, ის შეცვლისთვის გამზადებული იდგა გვერდით ხაზთან და მსაჯის სასტვენმა ისე მოუსწრო, თამაშს მიღმა დარჩა. თუმცა მის პოზიციაზე საკმაოდ დამაჯერებლად თამაშობდა დანიელ ვან ბუიტენი. როგორც ეტყობოდა, განსხვავებით ზემოთ დასახელებული ორი ფეხბურთელისგან, ბოატენგს უფრო მეტად აქვს გააზრებული თავისი მდგომარეობა.
abendzeitung-muenchen.de
Katerina Bayern.