კი კი, სხვათაშორის მეც შენსავით ვარ ეხლა, თვეზე მეტი არ მივარჯიშია მიძროხებული ვარ

ახალ წლებზე თანაფორუმელ ზანგურასთან ერთად ვისხავდი და ვიყრიდი ყველაფერს რისი ჭამა და დალევაც შეიძლებოდა

კაროჩე პირველ რიგში მთავარია კვება დაარეგულირო.
მოერიდე ცხიმიან და კალორიულ საკვებს, ჭამე რაც შეიძლება ბევრი ხილი (ადამიანსაც ანაყრებს და თან ცხიმი საერთოდ არ აქვს), გერკულესი თუ მოგწონს გემო, ეცადე ნაკლებად ჭამო შემწვარი.
ვარჯიშის მხრივ აკეთე კარდიოები, სირბილი, ლახტი, არის კიდევ იუთუბზე 15 წუთიანი ადგილზე კარდიოები, ხტუნაობ, იღრიცები, იტანჯები მოკლედ მარა შედეგი აქვს

კუნთის საშენი მასალა ცილაა, რაც ზრდის კუნთს, ყველაზე მეტად ქათმის, ძროხის ხორცში, კვერცხში და ლობიოშია. პოპულარული საკვებებიდან

ვარჯიშის წინ ესენიც შეგიძლია მიიღო, კუნთსაც ნაკლებად დაკარგავ ( შეიძლება არც დაკარგო, მოიმატო პირიქით, გააჩნია ეხლანდელ მდგომარეობას) და ცხიმის პროცენტულობასაც დააგდებ.
ეს ყველაფერი ყველაზე სწრაფი შედეგისთვის.
უი ხოდა რაც მთავარია, წყალი სვი რაც შეიძლება ბევრი