დავიდ ვილიაეჭვიანობა, როგორც ცნება, უარყოფითად აღიქმება ყველასათვის, მაგრამ, ამავდროულად, გარკვეული დოზით, თითქმის ყველანი ეჭვიანები ვართ. ეჭვიანობა წამალივითაა, საჭირო დოზით, სასიამოვნოც შეიძლება იყოს, გადაჭარბებული კი წამლავს.
ეჭვიანობა უნდობლობის ერთგვარი გამოხატულებაა. როცა მისი კონრტოლი ვერ ხერხდება, ავადმყოფობადაც კი იქცევა ხოლმე.
ეჭვმა არ იცის სულელი და ჭკვიანი, ღარიბი და მდიდარი, კეთილი და ბოროტი, ის ყველას შეიძლება სჭირდეს, თუმცა აქაც დოზას აქვს დიდი მნიშვნელობა.
საყვარელი ადამიანის მიმართ ეჭვიანობა, გარკვეულწილად ბუნებრივია. ხშირად ეს ყურადღებაზე და იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანს გარკვეული ინტერესი გააჩნია იმ ადამიანის მიმართ, ვისზეც ეჭვიანობს. ეს გამართლებულია, მანამ, ვიდრე წყვილი ურთიერთნდობას საბოლოოდ არ განამტკიცებს. ამის შემდეგ კი, ეჭვიანობა, უადგილო და გაუმართლებელია.
ეჭვიანობის მიზეზად ხშირად სახელდება არასრულფასოვნების კომპლექსი, თავმოყვარეობის შელახვის ან საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში.
ეჭვიანობა არსებობს პათოლოგიური და კლასიკური. პათოლოგიური ეჭვიანობა, დაავადებაა და მას მკურნალობა ჭირდება, რომ პარანოიამდე არ მივიდეს.
კლასიკური ეჭვიანობა, ანუ საყვარელი ადამიანის დასაკუთრების სურვილი, შედარებით იოლად მოგვარებადი პრობლემაა. თუმცა მასაც ჭირდება საკუთარ თავზე აქტიური მუშაობა.
ეჭვიანობით სიყვარულს ვერაფერს შემატებთ. ეჭვიანობა სიყვარულის საზომი არ არის. თუ გინდათ, რომ მან იცოდეს, როგორ გიყვართ, ჭირვეულობის მაგივრად, გაბედეთ და უბრალოდ უთხარით: ,,მე შენ მიყვარხარ.. ჰო, მიყვარხარ.. შენ მიყვარხარ, მხოლოდ შენ.. ,,
დაიმახსოვრეთ, უსაფუძვლო ეჭვი სიყვარულს კლავს! ერთხელ მაინც წარმოიდგინეთ თავი იმ ადამიანის ადგილზე, ვისზეც ეჭვიანობთ. მუდმივად გამომცდელ კითხვებზე პასუხის გაცემა, ადგილსამყოფელის კონტროლი და ტელეფონში ქექვა, არც ერთ სულიერს არ სიამოვნებს და მათ შორისაა თქვენი საყვარელი ადამიანიც. არც ერთი კაცის, (არც ქალის) სურვილი არაა, რომ სიყვარული ტანჯვად ექცეს.
ცდა ჩაატარეთ, ერთ დღესაც მოდუნდით, დაივიწყეთ ეჭვი, თავი მაინც მოაჩვენეთ, რომ არ ეჭვიანობთ. იცით ამით რას მიაღწევთ? მიხვდებით, რომ ცხოვრება მშვენიერია ეჭვის გარეშე.
ნუ მოკლავთ ეჭვიანობის გამო სიყვარულს და ნუ დაიმახინჯებთ ამით ცხოვრებას, რომელიც, როგორც წეღან ვთქვით, მშვენიერია.
ეჭვიანობამ ადამიანს შეიძლება ცხოვრება გაუმწაროს. შეიძლება ყველაფერში ცუდს, საშიშს, საეჭვოს ხედავდეს და მშვიდი ძილი არ ეღირსოს. მაგრამ, გული არ გაიტეხოთ, არსებობს ეჭვიანობისაგან თავის დასაღწევი ხერხი.
obscoralვა არ ვიცოდი მაგდენი თუ მქონდა
დღეს უსაქმურად ვიყავი და ეტყობა ძალიან ბევრი ვწერე
ხვალ ნაკლებს დავწერ კალკულუსის გამოცდა მაქვს ზეგ და