კარგი თამაში იყო გუშინ, რაც მთავარია ჩანდა რო გუნდს მოგების სურვილი ქონდა და გააზრებულად აგორებდნენ ბურთს რომ ამ მიზნისთვის მიეღწიათ. ჩემი აზრით გუშინ საუკეთესო გარგანო იყო (კი ბევრს არ მოსწონს და აგინებს), იმ ორი მომენტიდან ერთი რო გაეტანა ალბათ ტურში საუკეთესო გახდებოდა. ეგეთი მუშა ფეხბურთელი ძალიან ცოტა არის, ტიპი ნაგატომოზე მეტს დარბის და იბრძვის, შეიძლება მაგარი პასი არ აქვს (თუმცა დღეს საკმაოდ ნორმალური პასები დაარიგა), მაგრამ იმხელა სარგებლობა მოაქვ ნახევარდაცვაში და დაცვაში რო ალბათ ეპატიები ერთი ორი პასის გაფუჭება. თუ პასზე მივიდა საუბარი კასანოსნაირი პასი ჩვენ გუნდში დღეს არავის აქვს და ამიტომ ხო არ უნდა ვლანძღოთ ფეხბურთელები.
ერთი კაცის გარდა არავის გითქვავთ რო გარგანომ გუშინ ძალიან მაგრა ითამაშა, როცა ერთი გაფუჭებული მომენტის მერე ეგრევე დააჯვით, არადა მაგაზე არანაკლები მომენტი ქონდა კუჩუს და ვერ გაიტანა, მაგრამ გარგანო მაინც ბანძია.
გოლი კიდე რომელიც გავუშვით დებილი და ცხენი პერეირას ბრალია!
ანუ იმის თქმა მინდა რომ ვინც არ გევასებათ ყველაფერზე შეგიძლიათ გალანძღოთ და მისი კარგი გაკეთებული ვერ დაინახოთ, თორე ჟეზუსის ბრალია იყო ის გოლიც და მერეც რამდენიმე შეცდომა დაუშვა (ჩემი აზრით ერთერთი ყველაზე პერსპექტიული მცველი არის, ოღონდ პოზიციურად ეშლება ხოლმე, რაც გამოცდილებასთან ერთად გამოუსწორდება), მაგრამ არავის კრინტი არ დაგსცდენიათ რომ მაგის ბრალი იყო. მილიტომ გოლი გაიტანა გუშინ თორე დარწმუნებული ვარ მაგარს მილანძღავდით, როცა ტიპმა ძალიან ბევრი იმუშავა და დადებითად შესაფასებელი იქნებოდა მისი თამაში (მითუმეტეს ტრამვის შემდეგ) გოლიც რომ არ გაეტანა.
ალვარესი სულ მგონია რო რაღაც შებოჭილი თამაშობს, არადა აშკარად შეუძლია ტიპს, მგონი უფრო ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, გუშინ ცოტა დროში ორი საკმაოდ კარგი მომენტი შექმნა არფრისგან. ევროპა ლიგაზე იქნებ ასნავნოიში დააყენოს და თანდათან გამოფხიზლდეს ეგ ჩემისა.
სკელოტოს რაც შეეხება თუ უსმინეთ რუს კომენტატორს, საკმაოდ კარგი დახასიათება მისცა, რაც ალბათ ჰაერიდან მოსული არ არის და ალბათ ნტვ-ს კომენტატორების აზრი მთლად სისულელე არ არის. კი სიენასთან ჩააგდო თამაში, მაგრამ ვაცადოთ და დრო გვაჩვენებს, მე პირადად დიდი იმდეი მაქვს რო გაამართლებს.
კუზმანოვიჩი მომწონს და მგონი რო უნდა გაამართლოს (დრაგოც დაეხმარება

), უბრალოდ ხანდახან უაზრო შეცდომებს უშვებს ხოლმე საჯარიმოსთან ახლოს და გამოასწორებს იმედია მაგას.
თანდათან უნდა ამოვიქოქოთ და ლიგაზე გავიდეთ აუცილებლად, კი ვერაფერს ვიზავთ თუ გავედით ლიგაზე უბრალოდ გამოცდილებისთვის კარგი იქნება ძალიან.
კასანოს რამდენი საგოლე პასი აქვს?