Badura7 გოლი აქვს
ტოტენჰემს დეფო კიდ აემტვრა, მაგრამ დემპსი ჰყავთ, რომელსაც ცენტრ ფორვარდად თამაში შეუძლია
ბეილმა ისევ უნდა ათრიოს ჯონსონი, ისევ ვერ უნდა ავყვეთ ტემპში სწრაფ გუნდს და ისევ უნდა დავკარგოთ ქულები
საერთოდ, ახლა ჩვენი დაცვა მორალურად ძალიან მძიმე დღეშია. ძალიან ხშირად იქმნება ხოლმე სხვადასხვანაირი მითები(მედიის, მწვრთნელების, თუ ფანების მიერ) ფეხბურთელებზე. აგერი-შკრტელის რკინის დუეტიც ერთი ასეთი მითია. გახსოვთ, ის პოსტერი, შკრტელი ლურსმებს რომ ჭამდა?

ასეთი პოსტერები და ნიკნეიმები სწორედ ამ მითების პოპულარიზებასა და გამყარებას გულისხმობს. ახლა კი, როდესაც შკრტელი ლურსმანჭამია მონსტრი აღარავის აღარ ჰგონია, მას თავდაჯერებულობა სერიოზულად უნდა ჰქონდეს დაკარგული. რაც შეეხება აგერს, ამ მითის დამსხვრევის შემდეგ ისიც საკმაოდ არაკომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს. კარაგერი კი ის ადამიანი არაა, ვისაც ახალი წყვილის შექმნა შეუძლია. მითუმეტეს, აგერთან წყვილში უშეცდომობით ვერასდროს ვერ იკვეხნიდა.
შეიძლება, ეს როჯერსის შეცდომადაც ჩავთვალოთ, ყველაფრის მიუხედავად, კარაგერს სრულყოფილად არავის ჩანაცვლება აღარ შეუძლია. ხოლო როდესაც ოთხი ცენტრალური მცველიდან სიძლიერით მეორეს დემონსტრაციულად ორჯერ ზედიზედ სკამზე ტოვებ, იმის იმედი უნდა გქონდეს, რომ მის შემცვლელს მონახავ.
პ.ს. ოლიმპოს მთიდან ვპოსტავ.
This post has been edited by Liddellpool on 4 Feb 2013, 01:56