მოკლედ პირველი ტაიმში ისეთი მომენტები მქონდა რო გული იმედით მევსებოდა, მარა გაშვებული გოლის შემდეგ ყველა პლიუსი დავკარგეთ, ავირიეთ და გავარდნა ფეხბურთის თამაში დავიწყეთ, მაშინ როცა 30 წუთი იყო დარჩენილი დამთავრებამდე.
დადებითი იყო მონტოლივოს თამაში, ნუ არვიცი რა.... ნაცევარდაცვის სული და გულია ეს კაცი. თუ არსებობს ვინმემ მოიძიეთ სტატისტიკა რამდენი ართმევა ქონდა და რამდენი სწორი და არასწორი პასი გააკეთა. მთელი ცენტრი ეჭირა ხელში, ტემპს აკონტროლებდა, თამაშს ხსნიდა და კეტავდა.
მოულოდნელი იყო ფლამინის ასეთი კარგი თამაში, ძაან პროდუქტიული იყო დაცვაში და შეტევაში არასწორ პასებს და მოძრაობებს არ აკეთებდა. შარშანდელი ნოჩერინო გამახსენა.
აი თვითონ ნოჩე ვერ იყო მთლად ხოდზე, პირველ ტაიმში საერთო ჯამში გუნდთან ერთად კარგი ჩანდა, მარა მეორეში ვაფშე დაიკარგა.
ფლანგებზე პრობლემა მოგვარებულია

კონტანტი-დე შილიო(აბატე) დაცვაში მშვენიერია სამივე, მითუმეტეს როდესაც იქედან ნიანგი და აქედან შაარავი ეხმარებათ. ბარსასთან დიდი პრობლემები არამგონია ფლანგებიდან შეგვექმნას.
ცენტრალურ დაცვაში დღეს ზაპატას მე წუნი ვერ ვუპოვე. ორი მომენტი შექმნა უდინემ და ორივე ბონერას მოჯმული იყო, რომელიც ვერ მოწმინდეს. ასე რო ამ ფეხბურთელზე ჯერ არ მაქვს წარმოდგენა კარგად შექმნილი.
ნახევარდაცვაზე ვილაპარაკე. მონტოლივო-10. ფლამინი-8, ნოჩე-6.5.
და ბოლოს ტკბილი ლუკმა. პროსტა ჩვენ კიდე ვერ ვაცნობიერებთ რამხელა რესურსი გვაქვს ამ პოზიციაზე. ცენტრალური თავდასხმა: ბალო და პაცინი. ბალოტელი რო სასტავის კაცია მაგაზე ორი აზრი არ არსებობს, მარა არსებობს ისეთი კატეგორიის თამაშებიც, სადაც პაცო გაცილებით უკეთესი იქნება, ან ზოგადად ორი ცენტრფორვარდით თამაში აჯობებს. ერთი ბოლო შეხების იგროკია, მეორე შემქმნელი. ისე შეიძლება ორივეეს გამოყენება, რომ არცერთი არ გადავღალოთ და დავტვირთოთ.
ფლანგებზე ელშა-ნიანგი, ნიანგის ასე სწრაფად გამოჩენა და ასეთი სწრაფი პროგრესი ნაღდად მოულოდნელი იყო. ვერ ვიხსენებ ასეთ შემთხვევას, როცა სეზონის შუაში ვაფშე უცნობი იგროკი გამოჩნდეს, 17 წლის და ასნავნოის იგროკი გახდეს. ელშაც და ნიანგიც თავის ყაიდაზე ყავს მოყვანილი მაქსის, დაცვაშიც პროდიქტიულები არიან და შეტევაშიც თავისთავად, ორივე ძაან დიდ სამუშაოს ასრულებს.
ბოიანი-რობინიო, თასების, მეორე ხარისხოვანი თამაშების და ზამენების ხალხი. ასეთ ზამენებზე ბევრი გუნდი იოცნებებდა.
მოკლედ ბარსას მთავარია არ შევუშინდეთ. ყველაზე დიდი პრესი ცენტრიდან წამოვა, როცა არც ტიპიური საყრდენი გვყავს და არც კარგი ცენტრალური მცველები. ამიტო რაც შეიძლება მჭიდრო დაცვა და ნახევარდაცვა უნდა ვითამაშოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ შეტევითი პოტენციალი.
მთლად განწირულებიც არ ვართ.