hibridi55აუ რა კაი წასაკითხია ;დ
პირველად წავიკითხე ამხელა ტექსტი სვათაშორის და შემდეგი სერიას ველოდები ;დ
მართლა.
მე აქ 2 დღეში 2-ჯერ დამაჯარიმეს და ისე მოუხდა რომ 1 თვის თავზე გადავიხადე ზუსტად , ანუ მეორე ჯარიმის 31 დღის თავზე.
ამათ ჩვენ 30 დღეს ვგულისხმობთ კალენდარულშიო და 4 თვის მერე დედაჩემს სკოლაში (პედაგოგია) 2 პოლიციელი დაადგა და მე მიკითხეს ;დ თუ არ გადაიხდის 51 ლარიან ჯარიმას ( დაგვიანებაზე 51 ლარი ყოფილა) რაღაც ვადაშიო მერე სახლიდან წავიღებთ 500 ლარის ქონებასო
ის ორი ჯარიმაც ხო გადავიხადე და შერჩათ და მერე 51 ლარიც გადავიხადე. დავუკვირდი და რაც მანამდე უფასოდ ვიმგზავრე, სულ ამომანაზღაურებინეს :ხ
ახლა იშვითად ვიღებ, თუ არ დამადგა და არ მომთხოვა ისე არ ვიღებ.
იმდღეს გვერდზე მედგა რომ ამოვიდა და ისე თამამად ველაპარაკებოდი, თითქოს ბილეთი მქონდეს ;დ არადა ხელში საწყლად 50 თეთრიანი მეჭირა და მეთქი თუ მკითხა ეგრევე ავიღებთქო ;დ გადავრჩი